სასმელები ყველასათვის საყვარელი სასმელი Coca-Cola და მისი საიდუმლო. 2013, 19 დეკემბერი, 23:56 ![]() პლანეტის ყველაზე საყვარელი, უალკოჰოლო გაზირებული სასმელი, რომელსაც აწარმოებს The Coca-Cola Company, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი იყო სასმელებს შორის როგორც 2006-2009 წლებში, ასევე გასულ წლებსა თუ ახლა, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა არ იცის მისი წარმოშობისა თუ შემადგენლობის ისტორია. დღეს გადავაწყდი ერთ-ერთ უცხოურ მედიაზე მის ისტორიას და გადავწყვიტე თქვენც გაგანდოთ. Coca-Cola 1886 წლის 8 მაისს ატლანტაში, კერძოდ კი ჯორჯიის შტატში ამერიკის არმიის კონფედერაციის ყოფილი ოფიცრის და იმ დროისთვის ფარმაცევტ Jon Stith Pemberton-ის მიერ იქნა გამოგონილი, ხოლო თვითონ სახელწოდება Coca-Cola კი პემბერტონის ბუღალტრის- ფრენკ რობინსონის მიერ იქნა შერჩეული და დღემდე ეს ლოგო დომინირებს. ![]() Coca-Cola-ს ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: კოკას სამი ფოთოლი, რომელიც გამოყოფს საჭირო ნივთიერებას და ტროპიკული ხის-კოლას თხილი. აღნიშნულ ნივთიერებათა კომბინაციით მიღებული სითხე იმ დროისათვის გამოიყენებოდა სამკურნალოდ როგორც "ნერვული აშლილობის დამამშვიდებელი" და ხდებოდა მისი რეალიზაცია ატლანტის ერთ-ერთ ურბანულ აფთიაქ Jacob-ში. თან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ დროისათვის კოკაინის მავნებლობის შესახებ არაფერი იცოდნენ და მომხმარებელიც ბევრი ჰყავდა, ვინაიდან არ იკრძალებოდა. სწორედაც კოკაინი წარმოადგენდა Coca-Cola-ში მატონიზირებელ მოქმედ ნივთიერებას. ![]() ![]() დაახლოებით ერთი წლის წინ კი, თურქეთში არსებულმა "წმინდა ნიკოლოზის" სახელობის ფონმდა სასამართლოში შეიტანა სარჩელი Coca-Cola-ს წინააღმდეგ, რომ თუ არ გამოამჟღავნებდნენ მის ეხლანდელ შემადგენლობას, აიკრძალებოდა მისი იმპორტი. რა თქმა უნდა გამოამჟღავნა ფირმამ ამჟამინდელი შემადგენლობა და იგი ასეთია: შაქარი, ფოსფორმჟავა, კოფეინი, კარამელი და ნახშირბადის დიოქსიდი, რაც არც თუ ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით კი პატარებისთვის. ![]() ![]() 464 17-ს მოსწონს
|