სხვა როგორები იყო თანამედროვე სავარჯიშო მანქანების წინაპრები? დღეს, 12:09 ფიტნესით საზოგადოების გატაცება შეიძლება მოგეჩვენოთ თანამედროვე ფენომენად, მაგრამ ეს ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებს. ყველაფერი დაიწყო ვიქტორიანულ ეპოქაში.
![]() შვედ თერაპევტს გუსტავ სანდერს შეიძლება მივაწეროთ თანამედროვე სავარჯიშო მანქანების პროტოტიპების გამოგონება. სწორედ მას გაუჩნდა იდეა ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ სხეულს შორის კავშირის შესახებ. თერაპევტს სჯეროდა, რომ კუნთებს სჭირდება გაძლიერება ფიზიკური აქტივობით თანდათანობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დაიწყო მუშაობა მანქანაზე, რომელიც ხალხს ამაში დაეხმარებოდა. მის მიერ სტოკჰოლმში დაარსებული ინსტიტუტი გახდა პირველი სავარჯიშო დარბაზი. 1892 წლის შავ-თეთრ ფოტოებზე ნაჩვენებია თანამედროვე სავარჯიშო მანქანების რამდენიმე პროტოტიპი. ![]() სანდერის მიერ შექმნილი სავარჯიშო მანქანები ძალიან ძვირი იყო და უფრო განკუთვნილი იყო მაღალი საზოგადოებისთვის. ![]() მე-20 საუკუნის დასაწყისში სანდერის სავარჯიშო დარბაზები ძალიან პოპულარული იყო მთელ ამერიკაში. ზოგიერთი არისტოკრატი სავარჯიშო მანქანებს სპეციალურად სახლისთვის იძენდა. ![]() ეს მანქანა ძალიან ჰგავს თანამედროვე სავარჯიშო მანქანებს ტრიცეფსისთვის, რომელიც დღეს შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ სავარჯიშო დარბაზში. ![]() იმ დროს სპეციალური სავარჯიშო ტანსაცმელი არ ჰქონდათ, ამიტომ ქალები ვარჯიშობდნენ მოცულობითი კაბებით, ხოლო კაცები - კოსტიუმებით. ![]() ბავშვები მდიდარი ოჯახებიდან სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშობდნენ. ![]() 1906 წელს გუსტავ სანდერის სავარჯიშო დარბაზები 146 ქვეყანაში გაიხსნა. ![]() ![]() ![]() ![]() 1970 წელს ამერიკელმა არტურ ჯონსმა გამოიგონა სავარჯიშო მანქანა „ნაუტილუსი“ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშისთვის. ![]() ![]() ![]() ![]() თანამედროვე სავარჯიშო მანქანების პროტოტიპების ისტორიული ფოტოები ინახება სტოკჰოლმის მეცნიერების და ტექნიკის ეროვნულ მუზეუმში. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: ჰარმონია მეგაპოლისის შუაგულში - იოგა დიდ ქალაქში პინგ-პონგის მოთამაშეები, რომლებიც თამაშისას პლასტმასის ბურთის შემლოცველები ხდებიან როგორ გამოიყურება სპორტსმენების სხეული სპორტის სხვადასხვა სახეობაში? 11 ფაქტი სინქრონულ ცურვაზე, რომლის გაგების შემდეგ უბრალო ხალხი კითხულობს: რაო, რაო? სილამაზე საშინელი ძალაა: ცნობილმა სპორტსმენმა ქალებმა აჩვენეს, როგორ გამოიყურებიან კაბებში „გამოიძახეთ ეგზორცისტი“ – წარმოუდგენლად მოქნილი გოგოების 15 ფოტო, რომელიც ცოტა გვაშინებს 62 შეფასება არ არის |