სისხლის სამართალი ქალმა შეწვა და შეჭამა მოძალადის გული და პენისი 12 მარტი, 11:30 ![]() ბრაზილიაში 65 წლის ქალმა აღიარა, (მთავარ ფოტოზე)რომ უსახლკარო მამაკაცი მოკლა. ამის შესახებ გამოცემა G1 წერს. 60 წლის სელსო მარკეს ფერეირას გვამი პოლიციამ სან-პაულოს სანაპიროზე იპოვა. მიცვალებულს გული და პენისი აკლდა. ![]() ![]() სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ჯოზეფა ლიმა დე სოუზა მას ადგილობრივები მეტსახელი "გრინგა"-თი იცნობდნენ. დაკითხვისას ლიმა დე სოუზა ამტკიცებდა, რომ ფერეირა თითქოს ბავშვებს აუპატიურებდა, ამიტომ გადაწყვიტა შურისძიება მასზე. მან თქვა, რომ მამაკაცს პენისი მოაჭრა გული ამოკვეთა, შეწვა და შეჭამა. ლიმა დე სოუზა 41 წლის რობსონ აპარეციდო დე ოლივეირასთან ერთად დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ ფერეირას ისიც მოკვლით დაემუქრა, პოლიციას მიაჩნია, რომ ის ქალის თანამზრახველია, თუმცა რობსონი უარყოფს ბრალდებას. ჯერჯერობით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ფერეირა მართლაც ძალადობდა ბავშვებზე. ადრე ვწერდით კანადელ ქალზე, რომელმაც სამ დღეში სამი ადამიანი მოკლა. 285 2-ს მოსწონს
|