საზოგადოება იაპონური სფერო-ნებისმიერი სტიქიური უბედურებებისაგან თავის დაცვის უნივერსალური აპარატი (+ვიდეო) 2021, 19 ივლისი, 9:40 ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ, სახელწოდებით Cosmo Power, მას შემდეგ რაც ქვეყანას 2011 წლის მარტში საშინელი ცუნამი დაატყდა თავს და ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გამოიყენა თანამედროვე ტექნოლოგიები და შექმნა "Noah"-ნოეს კიდობნის მინიატურული ვერსია, ნებისმიერი სტიქიური უბედურებებისაგან თავის დაცვის უნივერსალური აპარატი. ეს გიგანტური ჩოგბურთის ბურთი არ არის და არც ყვითელი წყალქვეშა ნავი, ფოტოზე იაპონური ინოვაციაა, მინიატურული "ნოეს კიდობანი", გათვალისწინებული ისეთი სტიქიური უბედურებებისაგან თავის დასაცავად, როგორიცაა მიწისძვრა, ცუნამი და წყალდიდობა. ინოვაცია წარმოადგინა ავტორმა, იაპონური კომპანია Cosmo Power პრეზიდენტმა სიოძი ტანაკამ. კაფსულას დიამეტრია 1, 2 მეტრი და ეტევა 4 მოზრდილი ადამიანი. კაფსულა დამზადებულია არმირებული პლასტიკისგან, რომელიც ფოლადზე მტკიცეა. მას აქვს ლუკი, ილუმინატორი, ორი ხვრელი წყლის გადასაქცევად და ერთი ხვრელი ვენტილაციისთვის. კაფსულის მკვეთრი ყვითელი ფერი შემთხვევით არ არის შერჩეული: იგი მაშველების ყურადღების მისაქცევადაა.
ასეთი სფეროსებური თავშესაფრის შექმნის იდეა რამდენიმე ათეული წელია არსებობდა და თავდაპირველად იგი მიწისძვრისგან თავშესაფარს წარმოადგენდა.
სფერო იმდენად მსუბუქია, რომ მისი გადატანა ხელითაც შეიძლება. თუმცა კორპუსის მასალა იმდენად მყარია, რომ თუ აპარატი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, მრავალტონიანი კონსტრუქციის ზეწოლასაც კი გაუძლებს. მას აქვს ვენტილაციის სისტემაც, სფეროს შიგნით ყოფნა რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება. მარტის ცუნამის შემდეგ აპარატი უფრო დახვეწეს და იგი ჰერმეტული გახადეს. სწორედ მასშტაბური სტიქიური უბედურებების შემდეგ, რომლის მსხვერპლი 20 ათასი ადამიანი გახდა, გადაწყვიტეს დაეწყოთ სერიული წარმოება.
კაფსულას აქვს მცირე ფანჯარაც, ზედა ნაწილში კი სავენტილაციო ხვრელია. ეს კაფსულა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საბავშვო სათამაშო სახლი.
აპარატი ხელმისაწვდომია იაპონიის ყოველი ოჯახისთვის. მისი ღირებულება დაახლოებით 4 ათასი დოლარია. კომპანიამ უკვე 700 ერთეულზე მეტი შეკვეთა მიიღო ოთხადგილიან აპარატზე, ძირითადად მეთევზეებისა და სანაპირო ზოლში მცხოვრები ოჯახებისგან.
კომპანიის პრეზიდენტის, სიოძი ტანაკას თქმით, კაფსულას გამძლეობაზე მრავალი ტესტი აქვს გავლილი და იგი საიმედოა.
ეს საინტერესოა:რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და მისი მნიშვნელობა შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება "კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება
336 6-ს მოსწონს
|