ტექნიკური ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს 2021, 18 ივნისი, 9:39
მთის ციხე-სიმაგრე ალამუთი აშენებულია მე-9 საუკუნეში. იგი ნებისმიერი არმიისთვის აუღებელ ციხედ ითვლებოდა. მან სელჩუკებისა და ხვარაზმელთა მრავალი თავდასხმა გადაიტანა, საბოლოოდ მონღოლებმა გაანადგურეს.
ალამუთის ციხის ნანგრევებიალამუთის ციხის ნანგრევებიასწლეულების მანძილზე ის ადრიანი ისმაილიტების-ასასინების თავშესაფარი იყო. მეომარი ასასინები უკიდურესი ფანატიზმით გამოირჩეოდნენ, ჰაშიშის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი ისინი პოლიტიკურ მკვლელობებს ახორციელებდნენ. ასასინები ცნობილი იყვნენ, როგორც ჯვაროსნების შეურიგებელი მტრები.
ასასინიროგორც ავღნიშნეთ, სპეციალისტებმა თავისდა გასაოცრად, ოდესღაც ძლიერი ასასინების ციხის ნანგრევებში, წყალმომარაგების სისტემა აღმოაჩინეს, და ეს სისტემა კაშხლისა და გვირაბებისგან შედგებოდა. მისი მეშვეობით წყალი ზემოთ აჰქონდათ მინიმუმ 200 მეტრის სიმაღლეზე, ყოველგვარი ტუმბოების გარეშე. რამდენადაც ციხე მთის წვერზე მდებარეობდა, ასეთი რთული საინჟინრო ნაგებობა, რომელიც ალამუთის მაცხოვრებლებს წყლით ამარაგებდა, თანამედროვე მკვლევარებს ჩიხში აქცევს: აქამდე ითვლებოდა, რომ შუასაუკუნეებში "ცივილიზებულ" ევროპაშიც კი არ იყო არაფერი მსგავსი. და გამოდის, რომ თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი იმდროინდელი ხალხი უფრო მეტად განვითარებული იყო, ვიდრე შუასაუკუნეების ევროპა. თუმცა ეს უხერხული ისტორიული სიმართლის (რომლის აღიარებაც არაფრით არ სურს თანამედროვე დასავლეთ სამყაროს) ერთადერთი მტკიცებულება არ არის... ირანში არის უფრო უძველესი წყალმომარაგების სისტემაც (ქანატი, კიარიზი), მაგალითად, ქ. გონაბადთან. იგი 3000 წლისაა, მოქმედია და დღესაც სასმელი წყლით ამარაგებს 40 ათას მოსახლეს. შემთხვევითი არ არის, რომ 2007 წელს, ეს უნიკალური სისტემა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.
უძველესი წყალგაყვანილობა ქანატი1. დრომ არ დაინდო კლდის მწვერვალზე მდგარი ოდესღაც მძლავრი ციტადელი ალამუთი2. კომპიუტ. დიზაინერებმა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგინეს უძველესი ციტადელი3. 3D საშუალებით სპეციალისტების ჯგუფმა აღადგინა ალამუთის ციხის გარეგნული სახეიხილეთ შემდეგი სტატიები:არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს როგორ გადაიტანეს და შეაბრუნეს აშშ-ში შვიდსართულიანი შენობა განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)? პლანეტის ყველაზე ექსტრემალური ლიფტები (ვიდეო) მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია 2098 6-ს მოსწონს
|