x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139082
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image

კაცობრიობის ისტორიას ბევრი მეცნიერი ახსოვს, რომელთაც განმარტებებისთვის თავი აურიდებია და თავისი აღმოჩენები საუკუნეთა სიღრმეებში თან წაუღიათ, ჩვენთვის კი მიუწვდომელი დარჩა.

მე-18 საუკუნის ერთმა ცნობილმა ავანტურისტმა და ნატურალისტმა, ეგვიპტეში მოგზაურობის დროს, მიცვალებულების მომენტალურად გაქვავების "რეცეპტს" მიაგნო, რომელიც მეცნიერებისთვის დღესაც გამოცანად რჩება. ეს ადამიანი, ჯიროლამო სეგატოა. თავისი ეპოქისთვის, ის ერთგვარი ინდიანა ჯონსი იყო, რომელიც კარგად ერკვეოდა კარტოგრაფიაში, ეგვიპტოლოგიაში და ანატომიაში.


image

ჯიროლამო სეგატო დაიბადა 1792 წელს, ვედანოში (იტალია) და ყმაწვილობიდანვე მრავალი მეცნიერებით იყო გატაცებული, განსაკუთრებით ბოტანიკით, ქიმიით, ანატომიით და მინერალოგიით. 1818 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობდა ჩრდილოეთ აფრიკის ექსპედიციებში კარტოგრაფის ხარისხში და მაშინ აღფრთოვანდა ეგვიპტით და მისი სიძველეებით. განსაკუთრებით იზიდავდა მუმიები და მუმიფიკაცია. ის იკვლევდა უძველეს სამარხებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებში აგროვებდა ინფორმაციას მუმიფიკაციის მეთოდების შესახებ და დაწვრილებით იწერდა ყველაფერს.

1823 წელს, იგი საბოლოოდ დაბრუნდა იტალიაში და თან ჩამოიტანა ჩანაწერების დასტა, მათ შორის უძველესი ცოდნის ზოგიერთი ძალიან საიდუმლო ჩანაწერიც. იგი ფლორენციაში დასახლდა და დაიწყო მუშაობა ცოცხალი ორგანიზმების სხეულის ნაწილების მუმიფიკაციაზე. მუმიფიცირებულ ნაწილებს შესაფერისი გარეგნული იერი უნდა ჰქონოდა, არ უნდა გახრწნილიყო და შენახვისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა არ უნდა დასჭირვებოდა.

თავდაპირველად, ექსპერიმენტებს ატარებდა ნაწილების გამოშრობაზე, შემდეგ ქსოვილების ბუნებრივი სითხეების შეცვლა დაიწყო სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით. სამწუხაროდ, დღემდე არ არის ცნობილი, თუ რომელ ქიმიკატებს იყენებდა სეგატო თავის ცდებში და როგორი იყო მისი მეთოდიკა, ცნობილია მხილოდ შედეგები. ერთხელაც, მან მიაღწია იმას, რომ სხეულის ნაწილები ქვის მსგავსად გამყარდა და შემდეგ აღარ გაიხრწნა. ეს შედეგი დღესაც ბევრისთვის ისე უცნაურია, თითქოს არა ქიმიასთან, არამედ შავ მაგიასთან გვქონდეს საქმე, მით უმეტეს იმ ეპოქაში სეგატოს მიღწევები ალბათ ისე გამოიყურებოდა, როგორც სპილენძისგან ოქროს მიღება.


image

რაღაც სასწაულებრივად, დროის მოკლე მონაკვეთში სეგატო აღწევდა იმას, რომ სხეულის ყოველი ნაწილი და ორგანო ინარჩუნებდა ბენებრივ ფერს, ფორმას და უჯრედების სტრუქტურასაც კი, ამასთან წამიერად ქვავდებოდა. მაგრამ მეცნიერმა ვერ მიაღწია იმას, რომ ეს პროცესი ერთდროულად მთლიან სხეულზე გავრცელებულიყო, თუმცა ეს მეთოდი წარმატებით მუშაობდა ცალკეულ კიდურებზე, თავზე და შინაგან ორგანოებზე. თავიდან სეგატო ცდებს ცხოველებზე ატარებდა, შემდეგ ადამიანის ცხედრებზე გადავიდა.


image


image

image


როცა ჯიროლამო სეგატომ თავისი მიღწევები და შექმნილი პრეპარატები სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო, ხალხი შოკირებული დარჩა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ხანმოკლე იყო, იგი 1836 წელს გარდაიცვალა 44 წლის ასაკში. შესაძლოა, განსაკუთრებით სახიფათო ქიმიკატებთან მუშაობდა და ამან მისი მოწამვლა გამოიწვია.

აი, რას წერდა 1855 წლის ჟურნალი "Harper’s Magazine" სეგატოს მიღწევებზე:

"ამ საავადმყოფოში (სანტა-მარია, ფლორენცია) შეიძლება იხილოთ პროფესორ სეგატოს მუზეუმი, რომელმაც შეიმუშავა ცოცხალი ქსოვილების გაქვავების ისეთი ტექნოლოგია, რომ ისინი ინარჩუნებენ თავდაპირველ ფერს და ფორმას.

იქ წარმოდგენლია ორი მოზაიკის ნიმუში, ერთი დამთავრებული და პოლირებული, მეორე დაუმთავრებელი. ეს მარმარილოს მსგავსი მოზაიკები შექმნილია ადამიანის გაქვავებული ძვლებისგან, ტვინისგან, ფილტვებისგან, სისხლძარღვებისგან, ნაწლავებისგან და კუნთებისგან.


image

ეს ნაწილები გვიჩვენებენ თავის ორგანოს შინაგან სტრუქტურას, გარეგნულად კი კომპოზიცია ფერადი მინერალებისგან შექმნილ მოზაიკას ჰგავს. ეს "მოზაიკები" ქვის მოზაიკების მწარმოებელი ფაბრიკის ნაწარმს ჰგავს, რამდენადაც სხვადასხვა ფერის გაქვავებული ორგანოების ნაწილები სიმეტრიულად და ლამაზად არის განლაგებული კვადრატებში, ასე რომ ახსნა-განმარტების გარეშე ვერცერთი მნახველი ვერ მიხვდება სინამდვილეში რასთან აქვს საქმე.

ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები იმდენად არის გამყარებული, რომ სტუდენტი მედიკებისთვის, შესწავლის მიზნით შესანიშნავ თვალსაჩინო ობიექტს წარმოადგენს."

სეგატო ყველა მსურველს აჩვენებდა თავის მიღწევებს და ზოგიერთი პროცესების შესახებ მოუთხრობდა კიდეც, მაგრამ არასოდეს ჰყვებოდა დეტალურად. იყო მცდელობები, პროფესორის ლაბორატორიიდან მისი ტექნოლოგიის საიდუმლო ჩანაწერების მოპარვისა, რაც უშედეგოდ დასრულდა.

მკვდარი ცხოველებისა და ადამიანთა გვამების ნაწილების შემდეგ, სეგატო უფრო შორს წავიდა და თავისი საიდუმლო ტექნოლოგიის გამოყენებით სხეულის ნაწილებისგან ავეჯიც კი შექმნა. მათ შორის ყველაზე ცნობილი მაგიდაა, რომელიც ტოსკანის ჰერცოგისთვის დამზადდა. "New York Sun" ამის შესახებ წერდა:

"ფლორენციაში, პიტის სასახლეში არის მაგიდა, რომლის ანალოგიც არ არსებობს. იგი ჯუზეპე სეგატოს (ასე მოიხსენიებდნენ მას აშშ-ში) დამზადებულია, რომელმაც მის დამზადებას რამდენიმე წელი მოანდომა. ეს მაგიდა სხვადასხვა ფერისა და ტონალობის მარმარილოს მოზაიკის შთაბეჭდილებას სტოვებს, რამდენადაც იგი როგორც პოლირებული ქვა ისე გამოიყურება. სინამდვილეში ის ადამიანთა კუნთებისა და შიგნეულობისგან შედგება. მასალად გამოყენებულია ასამდე სხეული.


image


მაგიდა მრგვალია, 1 იარდის დიამეტრით, პიედესტალით და ოთხი ფეხით. პოსტამენტის ორნამენტები შექმნილია ნაწლავებისგან, გულის, ფილტვების და ღვიძლის ნაწილებისგან, რომელთა ბუნებრივი ფერი შენაჩუნებულია. მაგიდას ნაპირზე კანტად დაყვება ასობით თვალი, რომლის ეფექტიც მაღალმხატვრულად ითვლება და ისეთი შეგრძნება ეუფლება ადამიანს, თითქოს მაგიდა დამკვირვებელს თვალს ადევნებს. სეგატომ აღნიშნული სხეულები საავადმყოფოებიდან მიიღო და მინერალებით გაჟღინთა, გაამყარა."

თავის დიდების ხანაში, ჯიროლამო სეგატო ცნობილი იყო il Pietrificatore (გაქვავებული) სახელით. მან სახელი მთელს იტალიაში და მის ფარგლებს გარეთაც გაითქვა თავისი უცნაური ქმნილებებით, მაგრამ ყოველთვის უარზე იყო გაემჟღავნებინა ტექნოლოგიის საიდუმლო. ნაწილობრივ ამ გასაიდუმლოებულმა ატმოსფერომაც შეუწყო ხელი ჭორებს იმის შესახებ, რომ სეგატო თავის საქმიანობაში რომელიმე ტექნოლოგიას კი არ იყენებდა, არამედ უძველეს ეგვიპტურ შავ მაგიას მიმართავდა, რომელიც თავისი ეგზოტიკური მოგზაურობების დროს შეისწავლა. ამ ჭორებმა გამოიწვია ეკლესიის უარყოფითად განწყობა მეცნიერის მიმართ, მეორე მხრივ, მეცნიერთა ნაწილის უკმაყოფილება (მისი ნაშრომების გასაიდუმლოების გამო). საბოლოო ჯამში, სეგატო იქამდე მოოყვანეს, რომ მან თავისი "რეცეპტების" ყველა ჩანაწერი გაანადგურა და თან წაიღო საფლავში საიდუმლო. ოდესღაც კი, იგი თავის უახლოეს მეგობარს დაპირდა ამ ტექნიკის გამჟღავნებას.

მეცნიერი დაკრძალულია ფლორენციაში, სანტა-კროჩეს ეკლესიაში, საფლავზე კი ირონიული ეპიტაფიაა: "აქ განისვენებს ჯიროლამო სეგატო, რომელიც დარჩებოდა გაქვავებული და სრულყოფილი, მისი ხელოვნების საიდუმლო მასთან ერთად რომ არ მომკვდარიყო."


image







იხილეთ სხვა სტატიებიც:





ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image


ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image


შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები

image


18 წლის ბიჭს ბოსტონიდან, ჰერმაფროდიტიზმი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ დაფეხმძიმდა

image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image







0
1590
9-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0