x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
დაკიდული სასახლეები: აზიის იდუმალი ზეციური სასაფლაოები

image

ბოს და გუიუს ხალხები (ჩრდილოეთ ჩინეთი) თავის მიცვალებულებს არ კრძალავდნენ, არამედ მათ სასახლეებს მაღალ კლდეებზე კიდებდნენ. ეს თავისებური დასაფლავება მხოლოდ ბოს და გუიუს ჩინელებს შორის არ იყო გავრცელებული, მსგავსი სხვა აზიურ ქვეყნებშიც ხდებოდა, მაგალითად ინდონეზიასა და ფილიპინებში. ასეთი დასაფლავების ზუსტი მიზეზი კი ცნობილი არ არის.

სრულიად შესაძლებელია, ბოს ხალხს სჯეროდა, რომ სასახლის განთავსება მაღალ სიმაღლეებზე მიცვალებულს გაუადვილებდა ზეცაში ასვლას. თუმცა არ შეიძლება გამოვრიცხოთ კლდეზე დასაფლავების პრაქტიკული მნიშვნელობაც, მისი ერთ-ერთი უპირატესობა ალბათ ის იყო, რომ ადვილად ხელმისაწვდომი არ გახდარიყო სხვადასხვა მძარცველებისთვის.

imageდაკიდებული სასახლეები სიჩუანის პროვინციაში, ჩინეთი

დაკიდებული კუბოების ნახვა ჯერ კიდევ შეიძლება ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში, განსაკუთრებით მდინარე იანძის მიდამოებში. ყველაზე უძველესი კუბოები, რომელთა ასაკი 3 ათასი წელია, ნაპოვნი იქნა ფუძიანის აღმოსავლეთ პროვინციაში.

სასახლეები სხვადასხვა ფორმისაა, მათი ძირითადი უმრავლესობა მთლიანი ხისგან არის გამოჭრილი. ისინი განთავსებულია კლდის ბუნებრივ გამოქვაბულებში ან კლდის ქიმებზე.

ფილიპინებში სასახლეები კლდეზეა მიჭედებული ან თოკებით არის დაკიდული. თითოეული ტონის მეოთხედს იწონის, ამიტომ მათი კლდეზე ატანა ალბათ არაადამიანურ ძალას მოითხოვდა.

imageდაკიდებული სასახლეები, საგადა, ფილიპინები

როგორ შესძლო ბოს ხალხმა კუბოების გადაადგილება, გამოცანად რჩება. ისინი, რომლებიც კლდის წვეროსთან ახლოს მდებარეობს, სავარაუდოდ ზემოდან არის ჩაშვებული, ხოლო რომლებიც კლდის ძირთანაა ახლოს, კიბით აიტანეს.

imageდაკიდებული სასახლეები, გუიჩჯოუს გამოქვაბული, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი

ბოს ხალხი მეამბოხე ტომი იყო, რომელთაც უცნაური წეს-ჩვეულებები ჰქონდათ. მაგალითად, უფროსი ასაკის ადამიანები შეგნებულად იმტვრევდნენ კბილებს. ეს ტრადიცია დღესაც არის შემორჩენილი სამხრეთ ჩინეთის, ტაივანის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ტომებში. ბოს ტომი 400 წლის წინ გაქრა, და როგორც ვარაუდობენ, ის მინის დინასტიამ გაანადგურა, როცა იმპერიის არმია ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ეთნიკურ უმცირესობებს ავიწროებდა. ამის გამო ამ ტომის ბევრი წარმომადგენელი ახალ ადგილებში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ადგილობრივ ტომებს შეერწყა.

imageდაკიდებული სასახლეები სიჩუანის პროვინციაში, ჩინეთი






ასევე იხილეთ:





სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.)

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


ბავშვები ხის ჯოხებზე და ვარდების ნაცვლად ადამიანის თავებით დამშვენებული ტორტები (თიხის მინიატურები)

image


საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)


image


როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

image


ჩინეთის (მსოფლიოში უდიდესი) კაშხალი-სახიფათოა და ნამდვილად კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურება?(ვიდეოც)

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი)

image


ტაძარი, რომლის მონახულებაც საკმაოდ სარისკოა (ნაწილი მეორე)

image







0
228
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0