x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
11 შეუცვლელი რჩევა, ვისაც სისუფთავე უყვარს

image

ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევების გამოყენებით ადვილად და სწრაფად დაამყარებთ სახლში წესრიგსა და სისუფთავეს.

მიკროტალღური ღუმელი

image

წყლით გაჟღენთილ ღრუბელზე დაიტანეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ააქაფეთ. მოათავსეთ ღრუბელი მიკროტალღურ ღუმელში და ჩართეთ მინიმალურ სიმძლავრეზე 30 წამით. გამოაღეთ კარი და გაწმინდეთ ღუმელი იგივე ღრუბლით. ეს მეთოდი არა მხოლოდ ღუმელის სისუფთავეს უზრუნველყოფს, არამედ ღრუბელს არასასიამოვნო სუნს და მიკრობებსაც მოაშორებს.

ლეიბები

image

საწოლის ლეიბებს (მატრასებს) პირვანდელი სახე რომ დაუბრუნოთ, საკმარისია მოვაყაროთ საკვები სოდა, დავტოვოთ რამდენიმე საათით და შემდეგ მტვერსასრუტით გავწმინდოთ. გაქრება ყველანაირი სუნი და კვალი. ამავე მეთოდით შეიძლება დივნის და სავარძლების გაწმენდა.

სამზარეულოს დაფა

image

შესანიშნავი საშუალება დაფის გასაწმენდად მარილი და ლიმონია. გაწმენდის შემდეგ უბრალოდ მოავლეთ ცივი წყალი.

ტოსტერი

image

კბილის ჯაგრისით ადვილად გასუფთავდება ტოსტერის ძნელად მისადგომი ადგილები.

ონკანი

image

ცვილიანი ქაღალდით თუ ონკანის ზედაპირს გავწმინდავთ, მასზე დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩება წყლის წვეთების კვალი.

უთო


image

საუთოვებელ დაფაზე გაფინეთ ქაღალდი და დაყარეთ ცოტა მარილი, შემდეგ უთოს რეგულატორი დააყენეთ მაქსიმალურ ნიშნულზე (წინასწარ დარწმუნდით, რომ უთოში არ არის წყალი და "ორთქლის" ფუნქცია გამორთულია). ცხელი უთო გაატარეთ მარილზე. ამ მეთოდით უთო კარგად იწმინდება ჭუჭყისგან.

ლაქა

image

ცხიმის ლაქა ქსოვილიდან ადვილად ამოვა დაფხვნილი ცარცის მეშვეობით. შეაზილეთ იგი ქსოვილში ლაქის ადგილას, რამდენიმე საათის განმავლობაში ცარცი შეიწოვს ცხიმს. ეს მეთოდი ეფექტურია ახალი ცხიმის ლაქებისთვის.

ტაფა

image

თუჯის ტაფის გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა მარილი. მარილი ისრუტავს ცხიმს და დაგეხმარებათ მიმწვარი საკვების მოცილებაშიც. ამის შემდეგ საკმარისია წყალი გადაავლოთ.

ხალიჩა

image

თქვენ დაგჭირდებათ ერთი წილი ძმარი და ორი წილი წყალი, აურიეთ ერთმანეთს ბოთლში და გამაფრქვევლის საშუალებით დაასხით ხალიჩის ლაქაზე, დააფარეთ სველი ტილო. ჩართეთ უთო ორთქლის რეჟიმზე და 30 წამით დაადეთ სველ ტილოს.

ფანჯრები

image

გაწმინდეთ ფანჯრის მინები ჩვეულებრივი წესით და ბოლოს გაამშრალეთ გაზეთით. ეს მინების ბზინვარებას უზრუნველყოფს.

უსიამოვნო სუნი

image

ჩაყარეთ ჭიქაში 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი და ცოტა ხნით შედგით გახურებულ ღუმელში-სახლი ჯადოსნური არომატით აივსება, არასასიამოვნო სუნი კი გაქრება.







imageიქნებ დაგაინტერესოთ:





როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა "კომუნალკებში"

image


ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება

image


როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ

image


სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: უცნაურობები, რომლითაც ქალბატონები სარგებლობდნენ გასულ საუკუნეში

image


საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?

image


შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს

image

რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ?

image


მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს

image


8 მავნე ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა

image


3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად

image










0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0