x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: უცნაურობები, რომლითაც ქალბატონები სარგებლობდნენ გასულ საუკუნეში
image

ქალბატონები არა მხოლოდ დღეს უთმობენ ყურადღებას თავის გარეგნობას, ასე იყო ყოველთვის. ნახეთ საინტერესო ნაკრები წარსულიდან.

1. ნიღაბი ცურვისთვის.

image

ეს ნიღაბი ცურვისთვის იყო განკუთვნილი, რათა სახის კანი დაეცვათ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. პოპულარობით სარგებლობდა 1929-იან წლებში.

2. მკერდის დასაბანი მოწყობილობა.

image

ეს საოცარი მოწყობილობა მკერდის დასაბანადაა განკუთვნილი. საინტერესოა, სად და როგორ უბინძურდებოდათ ასე მკერდი, რომ ამისთვის მკერდის "სარეცხი მანქანა" გამოიგონეს?

3. დახატული წინდები ("ჩულქები").

image

ეს ფოტო კითხვებს არ გააჩენს. უბრალოდ ქალს ფეხზე ზოლს უხატავენ ჩულქის იმიტაციისთვის (უწინ წინდებს უკან ნაკერი ჰქონდა). ასეთი წინდები ადრე დეფიციტი იყო (1926 წ.). საბჭოთა ქალებიც ასე იქცეოდნენ.

4. სილამაზის კონკურსი.


image

სილამაზის კონკურსი დიდ ბრიტანეთში, სადაც სახეები არ მონაწილეობს (1936 წ.).

5. პორტატული გასახდელები.

image

ამერიკელი ქალბატონები პლაჟზე პორტატულ გასახდელებში იცვლიან (1938 წ.).

6. გადახვეული ფეხის ტერფები.

image

ის, რაც ევროპელს ამაზრზენად შეიძლება მოეჩვენოს, ჩინელებისთვის ენით აუწერელი სილამაზე იყო. ე.წ. "ოქროს ლოტოსის", ფეხის ტერფის დეფორმაციის ტრადიცია ჩინეთში 1000 წელი მეფობდა, სანამ კომუნისტებმა არ აკრძალეს. ფეხის გადახვევას 4-12 წლის ასაკიდან იწყებდნენ და ეს პროცესი გრძელდებოდა მანამ, სანამ ტერფი ზრდას არ შეწყვეტდა და სასურველ ფორმას არ მიიღებდა. ფეხების გადახვევა არა მხოლოდ სილამაზის, არამედ უმწიკვლობისა და პატიოსნების ნიშანიც გახლდათ და იგი ოჯახის პრესტიჟისა და ღირსების საქმე იყო.

7. ჭორფლების მოცილება.

image

ეს არ არის კადრი საშინელებათა ფილმიდან. ფოტოზე სპეციალური მოწყობილობაა ჭორფლების მოსაცილებლად. (1930 წ.).

8. თმის გასწორება. (1964 წ.).

image

9. "მის ლამაზი თვალები".

image

ეს მშვენიერი ქალბატონები ფლორიდის კონკურსის "მის ლამაზი თვალები"-ს მონაწილეები არიან (1930 წ.).

10. მზისგან დამცავი ლაბადა.

image

1940-იან წლებში ჯერ კიდევ არ გამოდიოდა მზისგან დამცავი კრემები, ამიტომ დამსვენებლებს პლაჟზე დამწვრობა რომ არ მიეღოთ, გამოგონებული იქნა სპეციალური მოსასხამი, რომელშიც სათვალეც იყო ჩამონტაჟებული!

11. თმის ფენი.

image

ასე გამოიყურებოდა თმის ფენი 1940-იან წლებში. ალბათ ეს ფენია ფილმის "მარსი შეტევაზე" პერსონაჟის-უცხოპლანეტელის "პროტოტიპი".

12. რუჯის მისაღები ავტომატი.

image

1949 წლის სოლარიუმი.

13. სილამაზის კონკურსი.

image

ეს მორიგი სილამაზის კონკურსია დიდ ბრიტანეთში. ამჯერად ქალბატონების ფეხებს პოლიცია აფასებს (1930 წ.).

14.შავი კბილები.

image

შავი კბილები იაპონიაში სილამაზის ეტალონად ითვლებოდა მე-17, მე-19 საუკუნეებში, ამიტომ რით აღარ უწევდათ ქალებს კბილების შეღებვა...

15. და ისევ თმის ფენი.

image

აი, ამ ფენით კი "მარსიანულ" თმის ფენამდე ადრე სარგებლობდნენ (1920 წ.).

16. პერმანენტი (1929 წ.)

image




იქნებ დაგაინტერესოთ:




1. საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image

2. კრეატიული რეკლამები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დატოვებდით

image

3. ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება

image

4. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს

image

5. რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image

6. პოპულარული ჟესტები, რომლებმაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ

image

7. რატომ შეიძლება ნაყინისგან თავი აგტკივდეს

image






0
726
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0