x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე

image

რა ვიცით სამხრეთ კორეაზე? ისეთი ბრენდებს, როგორიცაა LG, Samsung, Hyundai, Kia Motors, მთელს მსოფლიოში იცნობენ. ასევე ყველა ქალბატონმა იცის, რომ სამხრეთ კორეა ხარისხიან კოსმეტიკას უშვებს, მთელი პლანეტის პატარა გოგონები კი ჭკუიდან იშლებიან, როცა პოპ-ჯგუფს BTS-ს უსმენენ. საინტერესო ფაქტებისა და ფოტოების შემდეგი ნაკრები უფრო მეტს გიამბობთ კორეელების შესახებ, ვიდრე მათი მიღწევები მთელს მსოფლიოში მედიცინასა და ტექნოლოგიებში.

1. სეულის ბიბლიოთეკა, სადაც 50 000 წიგნი ინახება.

image

2. ქ. პუსანი ისე გამოიყურება, როგორც ფუტურისტული მოთხრობის ილუსტრაცია.

image

3. გზაჯვარედინებზე ხშირად შეხვდებით გადახურვებს, სადაც ფეხით მოსიარულეებს, მცხუნვარე მზისგან ან წვიმისგან თავის შეფარება შეუძლიათ.


image

4. სეულის გარეუბანში არის კაფეები, სადაც შეგიძლიათ მარტოს, წყნარად ისაუზმოთ.

image

5. შეგიძლიათ ცხვრების კომპანიაშიც ისაუზმოთ.

image

6. საინტერესო ფაქტი: კორეელებს არ უყვართ "არასაჭირო საჩუქრები". ისინი ყოველთვის პრაქტიკულ ნივთებს ჩუქნიან. მაგალითად, მათ შეუძლიათ ვინმეს ტუალეტის ქაღალდის მთელი შეკვრა აჩუქონ. ისინი თვლიან, რომ რულონის სიგრძე ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლოა. ასევე არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ კორეელი სარეცხის ფხვნილს ან ჭურჭლის სარეცხ საშუალებას მოგართმევს.

image

7. კიდევ კორეაში არის საბავშვო ბაღი ძაღლებისთვის. ცხოველებს ისინი ბავშვებივით ეპყრობიან: გართობა, სწავლება, მკვდარი საათი და სადილი განრიგის მიხედვით.

image

8. კორეული ქორწილი ერთ საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება, ანუ არავითარი ხმაურიანი შეკრებები და თამადების გიჟური კონკურსები. ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულები საქორწინო მოგზაურობაში მიდიან.

image

9. ბევრ ქალაქში შეხვდებით ასეთ მაღაზიებს ბორბლებზე.

image

10. კორეაში მიღებულია ოჯახის ახალ წევრს არა მხოლოდ ცოცხალი ნათესავები გააცნონ, არამედ გარდაცვლილებიც.

image

11. ინჩხონი-დიდი, ლამაზი, თანამედროვე აეროპორტი საყვარელი რობოტით.

image

12. ღამის სეული.

image

13. ბუდისტური ტაძარი Guinsa კორეის დათოვლილ მთებში.

image

14. კორეაშიც უყვართ პელმენები.

image

15. საკურათი არა მარტო იაპონიაში ტკბებიან.

image

16. მშენებლობა კორეის პატარა ქალაქში. გარდა იმისა, რომ უშველებელი კედელი აღმართეს, იმისთვის, რომ მტვერმა მეზობელი სახლების მაცხოვრებლები არ შეაწუხოს, მანქანებიც კი გადახურეს დამცავი ფენით.

image

17. საზოგადოებრივ ადგილებში პისუარებში ყინულს ათავსებენ.

image





გაეცანით სხვა სტატიებსაც:




ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


გინდათ ონლაინ გაყიდოთ ტანსაცმელი? ნახეთ როგორ მოახერხა ეს ფილიპინელმა ქალბატონმა

image


უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image


უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა

image


რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


პოპულარული ჟესტები, რომლებმაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image







3
423
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
423
  
2021, 17 თებერვალი, 1:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 15 თებერვალი, 10:36
კი საინტერესოა
2021, 15 თებერვალი, 8:43
საინტერესო იყო....ის ტრადიცია მომეწონა-კორეაში მიღებულია ოჯახის ახალ წევრს არა მხოლოდ ცოცხალი ნათესავები გააცნონ, არამედ გარდაცვლილებიც
0 1 3