x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მარტივად მოსავლელი ვარდის 5 ჯიში

საერთოდ, ვარდი — ჭირვეული მცენარეა და მას გამუდმებით ზრუნვა ესაჭიროება: მორწყვა, გასხვლა, დამჭკნარი ყვავილების მოცილება, შეწამვლა და სასუქის მიწოდება. მაგრამ, ეს ყველაფერი ქვემოთ წარმოდგენილ ჯიშებს არ ეხება. ვარდის ეს ჯიშები, უბრალოდ, დარგეთ მსუბუქად მოჩრდილულ ადგილზე... და ლამაზი ყვავილებით, სიხარულს არ მოგაკლებენ. მათ მოსავლელად კი არც დიდი დრო და არც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო.


Alexander (ალექსანდრე)

image


მებაღეებს ვარდის ეს ჯიში, მისი დიდი, მკვეთრი ფერის, ლამაზი ყვავილების გამო უყვართ. გარდა ამისა, ის მდგრადია სხვადასხვა სახის დაავადებებისადმი და მისი მეშვეობით ცოცხალი ღობის გაკეთებაც შეიძლება.


Southhampton (საუსემპტონი)image


ეს ვარდის ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია. შეიძლება იყოს ჭერმის ან ორაგულის ფერი, ან ნარინჯისფერის ტონებში. მის ძლიერ ბუჩქს, მუქი მწვანე ფოთლებით, არ ეშინია ქარის და წვიმის. ის ძალიან ლამაზად გამოიყურება დიდი ზომის ბუჩქოვანი ნარგავების სახით.


The Times Past (ტაიმს პასტი)image


ეს ჯიში ცნობილია ულამაზესი როზეტისებური ყვავილებით. ძველებური სტილის, დიდი ზომის ყვავილები, განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს ხშირფოთლოვან ბუჩქებს. ის იდეალური მცენარეა თაღებთან, სვეტებთან და სახლის სამხრეთის კედელთან დასარგავად.



Rose Gaujard (როზ გოჟარდი)image


გოჟარდი საფრანგეთში ნახევარი საუკუნის წინ გამოიყვანეს, მაგრამ დღემდე მებაღეების და ლანდშაფტის დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი მცენარეა. ის უპრეტენზიო და უხვყვავილოვანი ვარდია, წითელი ან ალუბლისფერი ყვავილებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მისი გვირგვინის ფურცლების უკანა მხარე ვერცხლისფერია.


Regensberg (რეგენსბერგი)image


რეგენსბერგი, ამ ხუთეულიდან, ყველაზე ლამაზი ვარდია: მისი ბუჩქის სიმაღლე, შეიძლება 30-40 სმ-ს არ აღემატებოდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდი ზომის, ულამაზესი ყვავილები აქვს – ჟოლოსფერი შეფერილობის ვარდის ფურცლებს, კონტრასტული თეთრი ფერის ძირი ამშვენებს. მცენარე განსაკუთრებული სიმდგრადით გამოირჩევა სხვადასხვა სახის დაავადების მიმართ. imageimageimage* ვარდის ყველაზე ლამაზი ჯიშები
* «სამეული» – ვარდის სახლის პირობებში გახარების საუკეთესო მეთოდით
* ხეივნის ვარდები: დარგვის (მაის-ივნისი) და მოვლის ყველა ხრიკი + გასხვლის და გამრავლების საიდუმლოებები
* ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ

* 10 თავშესაქცევი ფაქტი ვარდის შესახებ

0
242
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0