x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აღმოჩენილია დინოზავრის დნმ-ი – უნდა ველოდოთ «იურული პერიოდის პარკის» შექმნას?

ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ განამარხებულ დინოზავრის სხეულში, რომელიც 75 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა, კარგად შენახული უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებშიც თითქოს, დინოზავრის დნმ-ი იყო შემონახული, მთელს მსოფლიოში, ელვის სისწრაფით გავრცელდა. ზოგიერთი ამ ინფორმაციამ შეაშფოთა, ზოგი კი, პირიქით – გაახარა, რადგან პერსპექტივაში, ნამდვილი «იურული პერიოდის პარკის» შექმნის და დინოზავრების ხილვის შესაძლებლობა დაინახა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის!


image
როგორც მასალის კვლევის პრეს–რელიზშია ნათქვამი, მიკროსკოპის ქვეშ, მკვეთრად ჩანს მომრგვალებული სტრუქტურების თავმოყრის არე, რომელიც ძალიან ჰგავს უჯრედის ბირთვს, და ასევე, ქრომოსომების მსგავსი, ჩახლართული წარმონაქმნია. როგორც პალეონტოლოგმა და ამ კვლევის ხელმძღვანელმა მერი შვეიცერმა (Mary Higby Schweitzer) ადრე განაცხადა, ტირანოზავრის გაქვავებუ ნაშთებში, სრულიად შესაძლებელია, მილიონობით წლის მანძილზე, ცილოვანი წარმონაქმნები იყოს შემონახული. უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან საეჭვო განცხადებაა! მაგრამ, იმის არაერთი მაგალითიც არსებობს, როდესაც მეცნიერები რამეს სამეცნიერო ფანტაზიად თვლიდნენ და შემდეგ, მის ავტორებს გენიოსებად აღიარებდნენ. თუმცა, ახლა, პალეონტოლოგი უფრო თავშეკავებულია თავის განცხადებებში: «ამ უჯრედებში არის რაღაც, რაც ქიმიურად ემთხვევა და ისევე რიაგირებს როგორც დნმ-ი», — აღნიშნა მან National Geographic-თვის მიცემულ ინტერვიუში.


image


დღესდღეობით ცნობილია, რომ დნმ-ს ნახევრად დაშლის პერიოდი 521 წელია. ხოლო, გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, ეს დრო, შეიძლება, რამდენიმე მილიონი წლით გახანგრძლივდეს. მაგრა, როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, 5 მილიონი წლის შემდეგ, მისი წაკითხვა შეუძლებელი იქნება. აღნიშნული მოსაზრებით თუ ვიხელმძღვანელებთ, 75 მლნ. წლის განამარხებულ ნაშთებში, ცოცხალიც არაფერი უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ არის! საკითხავი ახლა ის არის, შეძლებენ თუ არა მკვლევარები დნმ-ის ფრაგმენტების აღდგენას?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ავტორების პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ არსებობს დამატებითი მასალები, რომლებიც ექსპერიმენტის ახლიდან ჩატარების საშუალებას იძლევა. განმეორებითი კვლევა კი, როგორც ცნობილია, აქტუალობის მთავარი კრიტერიუმია!..

ჩვენ კი, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ კვლევის შედეგებს დაველოდოთ, – ვინ იმის მოლოდინში, რომ მეცნიერები დინოზავრების გაცოცხლებას ვერ შეძლებენ და ზოგი კი, პირიქით – რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და კაცობრიობას დინოზავრების ხილვის საშუალება მიეცემა.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. პირამიდების შექმნის საიდუმლო ამოხსნილია – არქეოლოგებმა მშენებლობის მექანიზმი აღმოაჩინეს
2. კორონავირუსი ორგანიზმში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რჩება – ჩინელი მეცნიერები კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებენ

3. უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე

4. 10 რამ რაც მამაკაცების უმრავლესობას ქალის გარეგნობაში მოსწონს

5. «ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ»: 35 წარმოუდგენლად ლამაზი კადრი ადამიანების და ცხოველების ცხოვრებიდან

6. რეალურად არსებული გარემოს 15 უცნაური და საში ფოტო

0
244
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0