x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
კორონავირუსი ორგანიზმში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რჩება – ჩინელი მეცნიერები კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებენ

ჩინეთში ჩატარებუმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში, სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რჩება – ინფორმაცია ამის შესახებ Live Science-სი ავრცელებს.


image


როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ამაში ექსტრაორდინალური არაფერია. ხოლო, ამ ადამიანებისგან ვირუსის გადადების შანსი, ჰიგიენის წესების სრული დაცვის შემთხვევაში, არც ისე დიდია... და უფრო მეტიც, პოსტვირუსულ პერიოდში, ორგანიზმში ვირუსის დარჩენა, შეიძლება პოზიტივურ მომენტადაც ჩაითვალოს, რადგან ადამიანი, ამ ინფექციით, განმეორებით აღარ დაავადდება.

ჩინელი მეცნიერების კვლევის შედეგები ჟურნალ JAMA–ში გამოქვეყნდა: დაკვირვება 30 – 36 წლის პაციენტებზე მიმდინარეობდა, რომლებიც COVID-19–ით ქ. უხანში იანვარ–თებერვალში დაავადნენ და შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარეს. საშუალოდ, მკურნალობის კურსი 20 დღის მანძილზე გრძელდება, მაგრამ პაციენტი იზოლაციაში იმდენ ხანს უნდა დარჩეს, ვიდრე ვირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი, ზედიზედ 2-ჯერ (5 და 13 დღის შემდეგ) არ იქნება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ეს ითვლება სრულიად გამოჯანმრთელების ნიშნად, რადგან ახალი კვლევებით დადასტურდა, რომ ვირუსი ორგანიზმში, ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც კი, არის და ვირუსის ასეთი ქცევა, იშვიათობას არ წარმოადგენს. მაგ., ზიკა და ებოლა, პაციენტების გამოჯანმრთელების შემდეგ, მათ ორგანიზმში კიდევ რამდენიმე თვის მანძილზე რჩებოდა.

რაც შეეხება COVID-19-ს, – ორგანიზმში მისი გენეტიკური ფრამენტების არსებობა, პაციენტების განკურნებიდან, 2 თვის შემდეგაც არმოჩნდა. სავარაუდოდ, მედიკამენტებმა ვირუსის დასუსტება გამოიწვია, ხოლო სტანდარტული ტესტი იმდენად მგრძნობიარე არ არის, რომ ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაადასტუროს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ასეთ სიტუაციაში, ვირუსმოხდილი ადამიანები უკვე იმდენად გადამდებები არ არიან, რადგან ვირუსული ნაწილაკები, უფრო ხშირად, ხველებით და ცემინებით ვრცელდება. მაგრამ, ეს სიმპტომები, მკურნალობის შემდეგ, პაციენტებს აღარ აღენიშნებათ და მათგან ვირუსით დაავადების რისკ-ჯგუფში, ძირითადად მათი ოჯახის წევრები შედიან, – ისინი, ვინც მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან (აქვთ საერთო ჭურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები).

მეორეს მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვირუსს, რომელიც ორგანიზმში დიდი ხნის მანძილზე რჩება, იმუნიტეტის გაძლიერება და მისი სხვა იმფექციებისგან დაცვა შეუძლია – რაც უკვე პოზიტიური შედეგია. თუმცა, საკითხავი ის არის, რამდენად ხანგრძლივი იქნება მისი მოქმედება. გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ისეთ ვერსიად იქცეს, რომელსაც იმუნური სისტემა ვერ ამოიცნობს და ადამიანი ისევ დაავადდეს.

სხვათა შორის, სავარაუდოდ, სწორედ ეს დაემართა იაპონელ ქალბატონს, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. ხოლო, გარკვეული დროის შემდეგ, ახლიდან დაავადდა. ამ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები ამბობენ, ორი ვარიანტი არსებობს: მას ვირუსის ახალი ვერსია გადაეცა, ან მისმა ორგანიზმმა ვერ შეძლო ვირუსთან ბრძოლა და როდესაც მან ისევ დაიწყო გამრავლება, ქალმა სიმპტომების დაბრუნება იგრძნო.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. მეცნიერებმა ჩაის 7 მავნე თვისება დაასახელეს
2. «არც ქმრისთვის მიღალატია და ციხეშიც უდანაშაულოდ ვიჯექი...» – სოფი ლორენი წარსულზე ალაპარაკდა
3. ტესტი: «აირჩიე ტბა და შეიცანი სული შენი»... (+ რეკომენდაციები)
4. «ცოცხალი» მიცვალებულები

5. იმიჯი მთავარია!!! 14 წლის გოგონა, მამის თხოვნით, სტილისტთან მივიდა და ნახეთ აქედან რა გამოვიდა

6. «ტვინი ორგანიზმს მართავს, ნაწლავები – ემოციურ მდგომარეობას» – მეცნიერების ახალი აღმოჩენა


0
1243
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0