x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138430
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რას ნიშნავს სიტყვა "კავკასია"?
რას ნიშნავს სიტყვა "კავკასია"?


კავკასევსი ეწოდებოდა მზის ღმერთ აპოლონს კავკასიაში. თავად კავკასიონი თუ კავკასია (ბერძ. Kaukasos; ლათ. Caucasus) კი ძველთაგანვე, ლიტერატურულად ესქილეს (ძვ.წ. 525-456) "მიჯაჭვული პრომეთე"-ს შემდეგ ამ სახელით იყო ცნობილი ის თოვლიან-ყინულოვანი ქედი, რომელიც ევქსინის პონტოსა (შავი ზღვა) და კასპიის ზღვას შორის აღმართულა. კავკასიის მწვერვალები, რომელიც თავად ზევსმა განადიდა, ბერძენთა წარმოდგენით, ცის თაღებამდე აღწევს. აქვს ორი გადასასვლელი ბილიკი: ალბანიისა და სარმატული (სკვითიისკენ). ესქილეს მიხედვით, ტიტანი პრომეთე, ზევსის ბრძანებით, კავკასიონის მთაზე იყო მიჯაჭვული, ვიდრე ჰერაკლე იხსნიდა. ერთი ვერსიით პრომეთეს მიჯაჭვის ადგილი - კავკასიონი არა მთელ მთათა სისტემას, არამედ ერთ კონკრეტულ მთას - ხვამლის მთას ეწოდება და შემდეგ ეს სახელი განივრცო მთელს მთათა სისტემაზე.


რას ნიშნავს სიტყვა "კავკასია"?


კავკასიონი და მის ქვემოთ გადაშლილი კოლხეთის დაბლობი სავსებით ნათელი, დადგენილი ცნებებია, თუნდაც პრომეთე - ამირანის მითის, არგონავტების თქმულების, მილეტელთა კოლონიის - დიოსკურიის და მთელი ანტიკური გეოგრაფიული ტოპონიმიკის საბუთებით (ფაზისი-რიონი, კიტაიისი-ქუთაისი, კოლხები და სხვ.). ახლადელი საქართველოს სამხედრო გზა-ბილიკი ანტიკიდანვე ცნობილია. ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484-425) მოწმობით, შავ და კასპიის ზღვებს შორის, ვარსკვლავებამდე აღმართული ქედი, მსოფლიოს უმაღლესი მთაა (ეს სახელი მაკედონელმა ჰინდუკუშზე გაავრცელა). ნ. კავკასიონი.



რას ნიშნავს სიტყვა "კავკასია"?


კავკასია არაა ნახსენები არც ბიბლიაში და არც სხვა უძველეს რელიგიურ წიგნებში, მაგრამ ბერძნები უკვე იცნობენ და ლამობენ კიდეც მითების საბურველში გახვეული ამ ქედის სახელის ახსნას. მკვლევარები (უსლარი და სხვ.) სწორად შენიშნავენ, რომ ბერძნული ენით არ იხსნება ამ სიტყვის ეტიმოლოგია (წარმომავლობა), მაგრამ ხელოვნურია სხვა ვარაუდები: თითქოს სიტყვის ძირია არიული (ინდო-ევროპული) "კოხ" - მთა, ან სკვითური "კრუზაკ" - თეთრი მთები, მიდიური კავი-კუ (მეფე-მთა) და სხვ.

საგულისხმოა ი. ჯიშკარიანის ვარაუდი: ანტიკურ ეპოქაში შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებმა სვანებმა ბერძნებს პირველად გააცნეს თოვლიანი მწვერვალები, როგორც "კავკას" - ბრწყინვალე, მოციმციმე, მოკაშკაშე ა ეს სახელი მთებს ასე დაენათლაო, მაგრამ დღეს სვანურში არ ჩანს სიტყვა "კავკას".


სვანეთი


საინტერესოა ტოპონიმის ახსნა ლათინური ენის მეშვეობით ნ. ცერცვაძის მიერ: "კავუს, კასუს" - კავუს ნიშნავს შემოზღუდულს, ხოლო კასუს - ღრმულს ან ქვაბს, ესე იგი კავუსკასუს - "მთებით შემოზღუდული დაბლობი ქვეყანა (ქვაბული)."

პომპეუსის (ძვ.წ. 106-48) ომების დროიდან (თუმცა რომაული ვერსიები საერთოდ ძალზე გვიანდელია) უფრო ნათლად გამოიკვეთა პოეტური ბურუსით მოცული "ქვეყნიერების აღმოსავლეთი კიდე", რაც დასავლეთის ჰერაკლეს სვეტებსა და ჰესპერიას უპირისპირდება (ესქ., ჰერ. და სხვ.; აპოლოდ. 1, 7, 1; 1, 9, 23; 2, 5, 11).


თუშეთი


კავკასოსი ასევე ექვა მითოლოგიურ მწყემსს, რომელიც კრონოსმა მოკლა. მერე კი ზევსმა მისი სახელი უწოდა ქედს, რომელსაც უწინ ბირეის სახელი ერქვა; კავკასიონის მთათა ღმერთი, რომლის გამოსახულებაც შემორჩენილია რომაულ სარკოფაგზე და ჰერგამონის პლასტიკურ ფიგურებში, სადაც ჰერაკლე ათავისუფლებს პრომეთეს. გაუმაისტერი ფიქრობს, რომ სარკოფაგის გამოსახულებაზე კავკასოსს ხელში სიუხვის რქის ნაცვლად, შეცდომით უჭირავს მწვანე რტო, მაგრამ იოლი დასაშვებია, რომ ოსტატს შეგნებულად მიეცა კოლხეთისთვის უფრო დამახასიათებელი სიმბოლო.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
1610
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1610
  
2021, 12 აგვისტო, 11:40
ოსირისი - აპოლონი - კავკასევსი
ოსირისის კულტი ეგვიპტეში შესულად, არაადგილობრივად ითვლება, ის ეგვიპტეში მიჩნეული იყო ჯერ დიდ მმართველად და შემდეგ საიქიოს განმგებლად. იყო ისიდას მეუღლე. ეგვიპტეში მეფობისას მან ადამიანები გადააჩვია ველურ ცხოვრებას და კაციჭამიობას. ასწავლა ხვნა-თესვა, ვენახის გაშენება, პურის გამოცხობა, ლუდისა და ღვინის დაყენება, ასევე სპილენძის და ოქროს მოპოვება და დამუშავება. მან ასწავლა ადამიანებს ეგვიპტეში მკურნალობა, ქალაქების მშენებლობა და დაუწესა ღმერთების თაყვანისცემა. ოსირისის გამოხატულება ცაზე ორიონის თანავარსკვლავედია. ოსირისის ისტორია შინაარსობრივ მსგავსებას ამჟღავნებს ამირანის მითთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამირანის მამას რაჭულ ვერსიაში ჰქვია სირა. სახელი სირა აქამდე გაურკვეველი შინაარსის და წარმოშობის ცნებას წარმოადგენდა. ახლა კი შეგვიძლია დავუკავშიროთ ძველეგვიპტურ სირს, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედის სახელია.
ოსირისს ბერძნები მოიხსენიებდნენ, როგორც აპოლონს და მიაგებდნენ პატივს, როგორც მზის ღმერთს. აღსანიშნავია, რომ მზის ღმერთ აპოლონს (ოსირისს) კოლხეთში კავკასევსი ეწოდებოდა. თავად კავკასიონი თუ კავკასია (ბერძ. Kaukasos; ლათ. Caucasus) კი ძველთაგანვე, ლიტერატურულად ესქილეს (ძვ.წ. 525-456) "მიჯაჭვული პრომეთე"-ს შემდეგ ამ სახელით იყო ცნობილი ის თოვლიან-ყინულოვანი ქედი, რომელიც ევქსინის პონტოსა (შავი ზღვა) და კასპიის ზღვას შორის აღმართულა (ხვამილის მთა; "ხვამილ" - მეგრულად დალოცვილს ნიშნავს). (აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.)
2021, 2 აგვისტო, 19:41
ანატოლიაში მცხოვრებ ერთ-ერთ არაინდო-ევროპულ, იბერო-კავკასიურ ხალხს უკვე ერქვა ჯერ კაზ-კაზები (Kaz-Kaz - ასე უწოდებდნენ ხეთები) და მერე კავკონები (Caucones), როცა ისინი უკვე ანატოლიაში ცხოვრობდნენ, მხოლოდ მერე დაერქვათ ეს სახელი როგორც ჩანს იმ რეგიონის გამო, საიდანაც მისული იყვნენ, ანუ კავკასიიდან. ეს ნიშნავს, რომ ამ ტომის გამო კი არ დაერქვა კავკასიას სახელი, არამედ პირიქით.
2021, 2 აგვისტო, 19:38
ტერმინი "კავკასია" დოკუმენტურად ცნობილია ძვ.წ-ის VI ს-დან. პირველად ის მოიხსენება ბერძენი დრამატურგის, ესქილეს ტრაგედიაში "მიჯაჭვული პრომეთე", სადაც კავკასიონის მთავარი ქედის აღმნიშვნელ სახელწოდებად გვაცნობს თავს. შემდეგ კი მისი დიაპაზონი ფართოვდება და მოიცავს უფრო დიდ ტერიტორიებს.
2021, 2 აგვისტო, 19:37
"ციტატა: "საიდან მოვიდა სახელი კავკასია? ამის ახსნას დიდი ხანია ცდილობენ და ბევრი ვარიანტია, არცერთი დამტკიცებული არაა. მტკიცებით ფორმაში არ ვწერ, მაგრამ სადაც ამდენი ვარიანტია, ერთი ესეც იყოს. შეიძლება სიტყვა "კოლხის"-იდანაა ნაწარმოები. ბერძნულად ის გამოითქმოდა ასე - "კავკასოს". "ოს" ბოლოსართი ბერძნულია და შემდეგაა მათ მიერ დამატებული, დარჩა "კავკას" ფუძე. საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს სიტყვა ნაწარმოები: "კოლხის" ბერძნულში დარბილდა დროთა განმავლობაში და გახდა კოლკის/კოლკას/კოვკას/კავკას. მხოლოდ მცირე ენობრივი ცვლილება სჭირდებოდა გამოთქმისას: კლხს/კლკს/კვკს." - თორნიკე ფხალაძე
ანგარიშგასაწევია გაიოზ ერაძის პოზიციაც, რომლის მიხედვით სახელი კავკასია ქართველი ერის (იმჟამად კოლხური სამყაროს) თავდაცვით სისტემის ორგანიზაციის პრინციპის ამსახველია: თავდაცვითი სისტემის ორგანიზაციის ქართული პრინციპი, განპირობებული გეოგრაფიული ფაქტორებით და ჩვენი ერის ნოოტიპით, მდგომარეობდა ჩვენი ერის განსახლების არეალში გადმოსასვლელი ხეობების თავდაცვითი კონტინგენტების მუდმივსაცხოვრებლად ჩასახლების პრაქტიკაში - კავად და კავად დასხმაში - რაც ქმნიდა ამ კონტინგენტების ბაზისზე დროის სვლაში ჩამოყალიბებულ ბუფერული მიკროეთნოსების - "კავკავს(ხ)იანთა" - ჯაჭვს.
მართლაც, კავი, ქართულად გრძელი ჯოხის მოკლე განივი განტოტებაა: გრძელ ხაზს წარმოადგენს დიდი და მცირე კავკასიონის სახელით ცნობილი მთათა სისტემების გასწვრივ საგულვებელი თავდაცვითი ხაზი, კავებს კი იმ მდინარეთა ზემოწელი, რომლებიც ამ მთებში იღებენ სათავეს. მთავარი იყო ჩრდილოეთის მიმართლება. გეოგრაფიულადაც დასახელებული პრინციპი უფრო მკაფიოდ რელიზებადი სწორედ იქ იყო, ამიტომ კავკასიონის სახელით პირველად სწორედ ჩრდილოეთის მთიანი ბარიერი გახდა ცნობილი. შემდეგ ეს სახელი სამხერეთის მთიან ბარიერისთვისაც გამოიყენეს." - ემზარ ხვიჩია
2019, 17 დეკემბერი, 9:46
სვანურად "კა" ბრტყელ ზედაპირს ნიშნავს, უფრო სწორად ბრტყელ ქვას, იგივე მკარა ბაჩ, აგრეთვე კნჯაბ, კოჯ-ამ სიტყვებით კლდე აღინიშნება
2019, 17 დეკემბერი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 6