x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ არ ერქვა საბჭოთა «ალადინში» პრინცესას ჟასმინი
imageდოდო ჩოგოვაძეს («ალადინის ჯადოსნური ლამპარი», 1966 წ.)


ისტორია ალადინის და ჯადოსნური ლამპარის შესახებ, დისნეის ნახატი ფილმის (1992 წ.) წყალობით, ყველამ იცის. წელს უკვე ფილმიც გამოვიდა და ღარიბი ბიჭის თავგადასავალი, რომელიც მეფის ასულზე დაქორწინდა, კიდევ უფრო პოპულარული გახდა.


image


დღეს ქუჩაში რომ გახვიდეთ და ნებისმიერ გამვლელს ჰკითხოთ, თუ რა ჰქვია ზღაპრში პრინცესას, დაუფიქრებლად გიპასუხებთ: ჟასმინიო!

თუმცა, თუ იგივე ზღაპრის მიხედვით გადაღებულ საბჭოთა ფილმს გვიხსენებთ, რომელშიც არაერთი ნიჭიერი ქართველი მსახიობი თამაშობს, ვნახავთ, რომ იქ პრინცესაც ჟასმინი კი არა, – ბუდური ჰქვია.


image


რატომ ბუდური?


საქმე იმაშია, 1992 წ. გადაღებული «ალადინის» სცენარის საფუძველს, არაბული ზღაპრის – «1001 ღამის» ერთ-ერთი ისტორია და «ბაღდადელი ქურდი» (The Thief of Bagdad, 1940 წ) წარმოადგენს.

«ერთხელ დილით, როდესაც ალადინი ბაზარში იყო, მოედანზე კანონის მაუწყებელი გამოვიდა და დაიყვირა:

— დაკეტეთ დუქნები და სახლში შედით! არავინ გამოიხედოს ფანჯრიდან! ახლა სულთნის ასული ბუდური აბანოში გაემართება და ის არავინ უნდა დაინახოს!

უეცრად მთელი მოედანი დაცარიელდა. მალე, შორს, ოქროს უნაგირებით შეკაზმულ ნაცრისფერ ჯორებზე ამხედრებული გოგონების ჯგუფი გამოჩნდა. ხოლო, მათ შორის, შუაში, მოდიოდა განსხვავებულ, მდიდრულ სამოსში გამოწყობილი გოგონა, რომელიც სხვებზე ბევრად ლამაზი იყო. სწორედ ეს იყო პრინცესა ბუდური» – წერია ზღაპრში.

იგივე ზღაპრის მიხედვით, ალადინი ჩინელი ბიჭუნა იყო. ხოლო, მოქმედება ინდოეთში ხდებოდა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, პრინცესა მაჰარაჯას კი არა, სულთნის შვილი იყო.

ბიჭი – ჩინელი, პრინცესა – არაბი ან თურქი, მოქმედების ადგილი – ინდოეთი. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს. თუმცა, ინდოეთის ჩრდ. ნაწილში, 1206 – 1555 წწ. მართლაც არსებობდა დელის სასულთნო და რადგან ჩინეთი მის მეზობლად იყო, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩინელი მკერავი (ალადინის მამა, ზღაპარში) საცხოვრებლად ინდოეთში გადმოსულიყო.

Disney-ის სტუდიაში ჩათვალეს, რომ ასეთი ისტორია მაყურებლისთვის არალოგიკური და დამაბნეველი იქნებოდა და მთავარი გმირი აგრაბაში (გამოგონილი ქალაქი) «დაასახლეს». ხოლო, მოქმედების ადგილმა ინდოეთიდან არაბულ სამყაროში გადაინაცვლა და მიუხედავად იმისა, რომ ბუდური მუსულმანური სახელი არის, ის უფრო თანამედროვე – ჟასმინით ჩაანაცვლეს.


imageimageimageimageimageimageimage







1
833
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
833
  
2019, 9 ნოემბერი, 0:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1