სხვა 12 ემოჯი, რომელსაც აქამდე არასწორად იყენებდით 2019, 3 ოქტომბერი, 10:26 ![]() სმაილები და ემოციების გამომხატველი სხვა სიმბოლოები ინტერნეტ-კულტურის ნაწილია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, მათი სწორი მნიშვნელობა ვიცოდეთ. სტატიაში გაგაცნობთ 12 პოპულარული ემოჯის საიდუმლოს. 1.ბევრ ინტერნეტ-მომხმარებელს არასწორად სჯერა, რომ ეს ემოჯი ლოცვას გამოხატავს. სინამდვილეში, ეს იაპონური ჟესტია და პატიების თხოვნაა. ამერიკული ახსნის მიხედვით კი, ეს "high-five"-ს ნიშნავს.![]() 2.ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ემოჯი კოცნას გამოხატავს. თუმცა, ალბათ, მსგავს ემოჯიში გერევათ, რომელსაც ტუჩებთან გული აქვს და ნამდვილად კოცნის ნიშანია. ქვემოთ მოცემული სიმბოლუკა კი, უბრალოდ, უსტვენს. ![]() 3.ეს ერთი შეხედვით უბრალო ვარდისფერი ბაფთა კიბოსთან ბრძოლის ნიშანია, თუმცა, როგორც წესი, მას ბედნიერი მოვლენების აღსანიშნავად იყენებენ.![]() 4.გარდა იმისა, რომ ეს ემოჯი თქვენს ჩათ-პარტნიორს აჩვენებს, ქვევით დაწერილ ტექსტს მიაქციოს ყურადღება, ის იმასაც გამოხატავს, რომ ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.![]() 5.მარჯვნივ გაშვერილი შეკრული მუშტი პატივისცემისა და მილოცვის ნიშანია.![]() 6.ეს სულაც არ არის ჭარხალი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, არამედ ეს შემწვარი ტკბილი კარტოფილია, რომელსაც იაპონიაში იაკი-იმოს ეძახიან.![]() 7.ეს ემოჯი კი იაპონურ კერძს, სახელად კამაბოკოს, განასახიერებს, რომელიც თევზის ნამცხვარია ვარდისფერი კრემით. ასევე, ის შეიძლება ნიშნავდეს @-სიმბოლოს იმეილებისთვის.![]() 8.ეს სიმბოლო კომიქსების წიგნიდან მოდის და "გაჩერდი"-ს ნიშნავს. ჩათში ამ ემოჯის მაშინ იყენებენ, როცა ვინმე ზღვარს გადავა ან გაღიზიანდება.![]() 9.როგორც წესი, ვფიქრობთ, რომ ეს ნიშანი აკრძალვას გამოხატავს. თუმცა, გარდა ამისა, გასაკვირად გეტყვით, რომ ინგლისურ ჩათში ის შეიძლება კოცნასაც ნიშნავდეს.![]() 10.ეს ემოჯი გამოხატავს "ტენგუს", იაპონური მითოლოგიური დემონის ნიღაბს. "ტენგუდ გახდომა" ნიშნავს, რომ ადამიანი ქედმაღალი და თვითკმაყოფილია. ჩათში ამ ემოჯის გაგზავნით პარტნიორს ანიშნებთ, რომ ის ქედმაღალი ხდება.![]() 11.გეგონებათ, თითქოს ეს ემოჯი რაღაც ცუდს განასახირებს. სინამდვილეში კი, მას აბსოლუტურად საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. თქვენს წინაშეა იაპონელი გოლიათი - ნამაჰაჯი, რომელიც ბოროტ სულებს განდევნის.![]() 12.აბრევიატურა NG-ს სხვადასხვნაირად განმარტავენ: no girls(არა გოგოებს), no guys(არა ბიჭებს), ზოგი კი მას გვარ Nguyen-ს უკავშირებს. სინამდვილეში, მისი მნიშვნელობაა no good(კარგი არაა). ამ გამოთქმას აზიურ ქვეყნებში იყენებდნენ.![]() p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. 8 საოჯახო ნივთი, რაც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის 2. 14 საჭირო კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 1060 3-ს მოსწონს
|