ორსულობა და ბავშვი ამერიკაში კომაში მყოფი ქალი დაფეხმძიმდა და ბავშვი გააჩინა.ამ ფაქტით პოლიცია დაინტერესდა 2019, 6 იანვარი, 13:00 ![]() ინციდენტი მოხდა ქალაქ ფენიქსის Hacienda HealthCare კლინიკაში, კომაში ჩავარდნილმა ქალმა 2018 29 დეკემბერს იმშობიარა ჯანმრთელი ბიჭუნა, თუმცა მალევე ამ ფაქტით დაინტერესდა პოლიცია, რა თქმა უნდა, სახეზეა გაუპატიურება. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის არც სახელი და არც ასაკი ხმაურდება, კლინიკაში დაადასტურეს, რომ ქალი 10 წელიწადზე მეტია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და ბოლო წლებია კლინიკაში წევს, სადაც იგი 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშაა. სავარაუდოდ, გასული წლის გაზაფხულზე ქალზე მოხდა სექსუალური ძალადობა, რის შემდეგაც დაფეხმძიმდა. "კლინიკის არც ერთმა თანამშრომელმა არ იცოდა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო, სანამ არ იმშობიარა, მე მითხრეს, რომ მშობიარობამდე კვნესოდა და თავიდან ვერავინ მიხვდა რა ხდებოდა"-განუცხადა გამოცემა The Hill-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ამ ინციდენტის შემდეგ Hacienda HealthCare -მა საგანგებო განცხადება გააკეთა: ![]() რაც შეეხება ბავშვს, იგი სრულიად ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. 562 4-ს მოსწონს
|