ყველაზე რთული კერძი — ჩახლილი ერბოკვერცხი
იდეალური ჩახლილი ერბოკვერცხის მოსამზადებლად 3 რამ არის საჭირო:
I. სქელძირიანი ტაფა;
II. კარაქი;
III. მინიმალური ტემპერატურა;
რეცეპტი კი ასეთია: შეათბეთ ტაფა > მოათავსეთ მასზე, დაახლოებით. 0, 5 ჩ. კ. კარაქი — ის ნელა უნდა გადნეს, შხეფების გარეშე > კვერცხი გატეხეთ და ფრთხილად მოათავსეთ ტაფაზე > გააჩერეთ ცეცხლზე 4 - 5 წუთი.
თევზი დაბრაწული ქერქით
გრილზე შემწვარ თევზს მადის აღმძვრელი დაბრაწული ქერქი რომ ჰქონდეს, თევზის ფილეს ცოტა მაიონეზი გადაუსვით. ამის გაკეთება კულინარიული ფუნჯით შეგიძლიათ: ფუნჯის წვერი ჩაასველეთ მაიონეზში და სწრაფი მოძრაობით, გადაუსვით თევზის ფილეს. შემდეგ, მარილი მოაყარეთ და გრილზე მოათავსეთ.
და კიდევ, თევზი მინიმალური რაოდენობის სანელებლებით უნდა შეწვათ. უკეთესი იქნება, თუ შეწვისას, მხოლოდ მარილს გამოიყენებთ და ბოლოს, ლიმონის ცოტაოდენ წვენს მიასხურებთ.
სტეიკი ცხიმის გარეშე
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მზარეულმა, ალენ დიუკასმა გაამხილა გემრიელი სტეიკის მომზადების საიდუმლო: შეწვის დროს, პირველ რიგში, ხორცს ტაფაზე იმ გვერდზე დებს, საითაც ცხიმია. ამ ხრიკით, ხორცი უფრო გემრიელი გამოდის და ცხიმის გამოყენების აუცილებლობაც აღარ არის.
ყველაზე გემრიელი მაჭკატები
რეცეპტის მიუხედავად, მაჭკატების ცომში აუცილებლად დაამატეთ 1-2 მაღალპროცენტიანი ცხიმიანობის არაჟანი. ეს ხრიკი ყოველთვის დადებითად მოქმედებს, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, სულერთია, ტკბილია, თუ არა ცომი — ასე მაჭკატები ბევრად უფრო ნაზი და გემრიელი იქნება და მასში გულსართის შეხვევისას, მთელი რჩება.
ხრაშუნა ქერქი
სახლში პურის ცხობისას ყველაზე დიდი სირთულე ქერქთან არის დაკავშირებული: ხან ღია ფერის რჩება, ხან თითქმის ქვად იქცევა. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია: ღუმელში ცეცხლგამძლე კონტეინერით ცოტაოდენი წყალი დადგით. ორთქლის გავლენით — ქერქი ხრაშუნაც იქნება და რბილიც.
ანტიმიწვის საფარი ყოველთვის კარგი არ არის!
შეამჩნიეთ, რომ თანამედროვე ტაფების უმრავლესობით, დაბრაწული ქერქით რამის მომზადება შეუძლებელია? ამის მიზეზი ანტიმიწვის საფარი არის. ასეთი ტაფის გამოყენება შეიძლება ერბოკვერცხის ან მაჭკატების მომზადებისას. მაგრამ, თუ გინდათ, რომ თევზი, ხორცი ან კარტოფილი შეწვათ, დაბრაწული ქერქით, მაშინ ჩვეულებრივი ტაფა უნდა გამოიყენოთ.
ჰაეროვანი ცხობა
საკონდიტრო ცომი (შაქარი + კარაქი + კვერცხი) იდეალური რომ იყოს, მხოლოდ ერთი წესის დაცვა არის საჭირო: კარაქი და კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე, მინიმუმ, 12 სთ. მაინც უნდა იყოს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:პროფესიონალი მზარეულების 3 საიდუმლო
როგორ შევწვათ თავსახურის გარეშე ისე, რომ გაზქურა სუფთა დარჩეს
ამაზე გემრიელი შემწვარი თევზი არ არსებობს
თქვენ აღარასდროს მოამზადებთ მაჭკატებს სხვა რეცეპტით