NASA-ს 2,6 მლრდ-დოლარიანი აპარატი "ცნობისმოყვარეობა" მარსის ზედაპირზე 6 აგვისტო 2012, 14:38:04
AUTO PLAY
NASA-ს 2,6 მლრდ დოლარის ღირებულების მოწყობილობა, სახელად "ცნობისმოყვარეობა", მარსის ზედაპირზე დაეშვა. წითელ პლანეტამდე მიღწევას "ცნობისმოყვარეობამ" რვა თვე მოანდომა. NASA-ს მეცნიერები ისტორიულ ფაქტს პირდაპირი ეთერით უყურებდნენ და წარმატებული დაშვება ხანგრძლივი ოვაციებით აღნიშნეს. აპარატმა უკვე გამოგზავნა მარსის ახალი ფოტოები იმ მონაკვეთიდან, სადაც მოწყობილობა დაჯდა. "ცნობისმოყვარეობა" მარსის ზედაპირზე ორ წელიწადს დაჰყოფს. აპარატის ძირითად მიზანს პლანეტის გრუნტის ნიმუშების აღება წარმოადგენს. ამისათვის მასზე სპეციალური ბურღებია დამონტაჟებული.
2
|
10.00
k
30.00
k
|