გმირი ვირთხები 8 ივლისი 2012, 19:59:27
AUTO PLAY
აფრიკაში ვირთხებს ნაღმის აღმოჩენისთვის წვრთნიან. პროექტს "Hero Rat", ანუ "გმირი ვირთხები" უწოდეს. გაწვრთნილ ვირთხებს აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნიან, იქ, სადაც ომის შემდეგ ჯერ კიდევ არის დარჩენილი ნაღმები. "ამ დროისთვის მოზამბიკაში უკვე 5 მილიონამდე კვადრატული მეტრი გამოვიკვლიეთ. დაახლოებით 2000-მდე ნაღმი, 10 000-ობით ჭურვი და დიდძალი რაოდენობის წვრილი საბრძოლო მასალა აღმოვაჩინეთ", - განაცხადა ბარტ უიტჟენსმა, რომელიც ვირთხების გაწვრთნის მეთოდიკის ავტორია. ვირთხებს ნაღმზე ხტომაც კი შეუძლიათ, რადგან ისინი ძალიან ცოტას იწონიან. ეს აფეთქებას არ გამოიწვევს. ამასთან ერთად, მათ უკეთესი ყნოსვა აქვთ, ვიდრე ძაღლებს.
0
|
40.00
k
100.00
k
|