iPad-ს კონკურენტი გამოუჩნდა 20 ივნისი 2012, 13:38:06
AUTO PLAY
ომპანია Мicrosoft-მა ლოს-ანჯელესში პლანშეტური კომპიუტერი Surface წარადგინა. იგი მსოფლიო ლიდერის, Apple-ის პროდუქტის - iPad-ს კონკურენტად შეიქმნა. Surface-ის ყველაზე თვალსაჩინო განმასხვავებელი ნიშანი მისი ჩაშენებული დასადგამია, რომელიც, იმავდროულად, კლავიატურის როლსაც ასრულებს. კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია ახალი პროდუქტის საორიენტაციო ფასი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იგი 399-სა და 499 დოლარს შორის იმერყევებს. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ Surface-ის შექმნა Мicrosoft-ისთვის იძულებითი ნაბიჯი იყო კომპანია Apple-თან მზარდი კონკურენციის ფონზე. კომპიუტერი საოპერაციო სისტემა Windows 8-ზე იმუშავებს და გაყიდვაში წლის ბოლოდან გამოვა.
1
|
|