სხვა "ხედი ფანჯრიდან" 2022, 28 დეკემბერი, 9:09 საავადმყოფოს პალატაში ორი მძიმე ავადმყოფი იწვა. ერთის საწოლი ფანჯარასთან იდგა, ხოლო მეორე – კართან იყო უფრო ახლოს. — ფანჯარაში რას ხედავ? – ერთხელ ჰკითხა ფანჯარასთან მწოლს მეორე ავადმყოფმა. — ო...! – გამოცოცხლდა პირველი... მე ვხედავ ცას... ღრუბლებს, რომლებიც ცხოველებს მახსენებს... მოშორებით, ტბას და ტყეს... ერთ დღეს, ფანჯარასთან მწოლ ავადმყოფს ხველა აუტყდა და სუნთქვა შეეკრა. ის ექთნის გამოსაძახებლად, ღილაკამდე მიწვდომას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მეზობელი ყველაფერს შორიდან აკვირდებოდა და შეეძლო საკუთარ ღილაკზე დაეჭირა ხელი და დახმარება ეთხოვა... მაგრამ, ეს არ გააკეთა. გარკვეული დროის შემდეგ, ავადმყოფმა ხველა შეწყვიტა და საწოლზე დაეშვა... მორალი: ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ამბობენ და მხოლოდ იმის ნახევარი დაიჯერეთ, რასაც ხედავთ, რადგან თქვენ არ იცით, მეორე მხარეს რა ხდება. არხის სხვა სიახლეები:* სინამდვილეში ვინ იყო "ყველაზე ლამაზი არიელი ბავშვი"?* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში* გაინტერესებთ, რატომ არ ქორწინდება მამაკაცების ერთი ნაწილი?* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)324 1-ს მოსწონს
|