x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
სინამდვილეში ვინ იყო "ყველაზე ლამაზი არიელი ბავშვი"?

ქალბატონმა ჰესსმა, საკუთარ ბიოგრაფიის მოყოლისას, ჟურნალის გარე ყდაზე დაბეჭდილი, თავისი ბავშვობის ფოტოს დემონსტრირება მოახდინა, რომელიც ძალიან უყვარდათ ნაცისტებს. მას გერმანელები «ყველაზე ლამაზ არიელ ბავშვს» ეძახდნენ. ამასთან, თავად ჰესსი სუფთა სისხლის ებრაელია და მის ძარღვებში, ერთი წვეთი არიული სისხლიც კი არ არის.


imageყველაზე ლამაზი ბავშვი


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1934 წელს პატარა ჰესსი დედამ ფოტოატელიეში, სურათის გადასაღებად მიიყვანა. სურათი, მართლაც რომ შესანიშნავი გამოვიდა! პატარა ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა... ფოტოგრაფმა სურათი კონკურსზე გაგზავნა, რომელსაც გებელსის ჟურნალი ატარებდა. პატარამ, თავისი გარეგნობით ყველა გააოცა და სხვა კონკურსანტებს გამარჯვების შანსი, უბრალოდ, არ დაუტოვა.

მაგრამ, საქმე იმაში იყო, რომ დედისთვის ნებართვა არავის უთხოვია... მისი ფოტო სხვა ჟურნალებმაც აიტაცეს, დედა კი, ყოველივე ამას, შეშფოთებით ადევნებდა თვალს. ქალს არ უნდოდა, რომ მისი შვილის პორტრეტი ყველა ადგილობრივ გაზეთში და ღია ბარათებზე ყოფილიყო.


image


1938 წელს გოგონას მამა დააკავეს და ვიდრე სურათის საიდუმლო გამოაშკარავდებოდა, დედა, ბავშვთან ერთად, ჯერ კუბაში გაემგზავრა, ხოლო იქიდან – აშშ–ში. მოგვიანებით, მართლაც გაირკვა «ყველაზე ლამაზი არიელი» ბავშვის ვინაობა, მაგრამ უკვე გვიან იყო. პრაქტიკულად, ყველა არიელს ჰესსი «თავისად» მიაჩნდა და ყველაზე ლამაზ ბავშვად თვლიდა.

გერმანელებმა, თავიანთი არანორმალური პროპაგანდის გამო, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ისინი ვერც კი მიხვდნენ, რომ ყველაზე ლამაზ გერმანელ ბავშვად, იმ ეროვნების წარმომადგენელი გამოაცხადეს, რომელიც მათ ასე ძალიან სძულდათ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში

* გაინტერესებთ, რატომ არ ქორწინდება მამაკაცების ერთი ნაწილი?

* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა

* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია

* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* მეცნიერი, რომელიც ჩამოხრჩობას სწავლობდა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



1
537
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
537
  
2022, 31 დეკემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1