ვაჟა ფშაველა
დიდი თამარი
ქალო, ქართველთა სულისდგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყუილად ვამბობთ შენ სიკვდილს,
თამარს ცოცალსა გხედაო.
რუსთველის ქებას ჩვეულო,
მეც ქებას გაგიბედაო.
როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,
რად არ ვჩუმდები ნეტაო?!
არ მოგეწონოს , იქნება,
სთქვა: , , რისთვის ითავხედაო,
მონად აღზრდილმა მოლექსემ
სალამი გამიბედაო?! "
გ...
|
|