სხვა როგორ ხდება შაქრის თვითკონტროლი, რით არის საშიში შაქრიანი დიაბეტი 2019, 4 თებერვალი, 10:58 ბევრს მიაჩნია, რომ სისხლში გლუკოზის შემცველობის ეპიზოდური გაზომვა დიაბეტის სამართავად საკმარისია. ზოგიერთი კი გლუკოზას მაშინ იზომავს, როცა თავს შეუძლოდ გრძნობს. ამგვარი მიდგომა მიუღებელია. ყველა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციას უშუალო კავშირი აქვს გლუკოზის კონტროლთან. დადგენილია, რომ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში აუცილებელია გლუკოზის თვითგაზომვა დღეში 4 ჯერ. მე 2 ე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში 2-3 ჯერ.
დიაბეტი აზიანებს წვრილ სისხლძარღვებს და ნერვებს. ხშირია ადგილობრივი სისხლჩაქცევები. სისხლძარღვები და ნერვები ყველა ორგანოშია. ამიტომაც გამოჰყავს დიაბეტს მწყობრიდან მთელი ორგანიზმი. შაქრიანი დიაბეტი აქვეითებს გარეგანი ფაქტორებისადმი კანის მგრძნობელობას. ამიტომ პაციენტისთვის მსუბუქი ტრავმები შეუმჩნეველი რჩება. ხშირად პაციენტები ვერ გრძნობენ სხეულის ტემპერატურის ცვლილებას, ზოგჯერ ტკივილსაც. ![]() ![]() 184 1-ს მოსწონს
|