x
image
Teklamaisuraze
,, კურტუაზული " ცხოვრების ეტიკეტი ანუ რაინდების პლატონური სიყვარულის შესახებ

აკვიატანიაში,
რიჩარდი და მისი ძმები, რაინდების შესაფერისად იზრდებოდნენ. სწავლობდნენ და დროს ატარებდნენ.


image

ვარჯიშობდნენ ცხენოსნობაში, ფარიკაობაში, შუბის ტყორცნასა და მახვილის ხმარებაში. ხშირად ნადირობდნენ ტყეებში.

იმ ეპოქაში არისტოკრატთა ცხოვრებაში, კურტუაზული ცხოვრების წესს, კურტუაზულ პოეზიას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.


image


კურტუაზულობა, საზოგადო გაგებით, ესაა მეფისა თუ დიდგვაროვანის კარზე, ქცევის წესების სისტემა. რომელიც კარისკაცობის მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ანუ ეს იყო ერთგვარი რაინდული კოდექსი.

თვით ეს ცნება “ კურტუაზულობა ", სიყვარულის საუკუნოვანი კონცეფცია გულისხმობდა, რომ ურთიერთობა შეყვარებულ რაინდსა და მის გულის რჩეულს, სატრფოს ( ქალბატონს) შორის ისეთივე უნდა ყოფილიყო როგორიც ვასალსა და მის სიუზენს, ანუ ბატონს შორის.


image


იმის გამო, რომ ასეთი ურთიერთობა სოციალური კიბის სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ადამიანების ურთიერთობას გულისხმობდა. თანაც ქალბატონი უმრავლეს შემთხვევაში, გათხოვილი გახლდათ, რაინდის სიყვარული, თავის იდეალში, ყოველთვის უპასუხო ანუ პლატონური იყო.

image


ზოგიერთი მკვლევარის აზრით, “ კურტუაზული " სიყვარულის იდეალის ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა რომაელი პოეტის ოვიდიუსის ტრაქტატმა “ სიყვარულის ხელოვნება" რომელიც ერთგვარ ენციკლოპედიად იქცა. სადაც თითქოსდა შეყვარებული რაინდის ქცევის წესი იყო გადმოცემული :“ მშვენიერი ქალბატონის " თაყვანისმცემელი თრთის, ფერმკრთალია, ღამეები არ სძინავს, შეიძლება მოკვდეს კიდეც. თუკი მის გრძნობას არ შეამჩნევენ.


image

ტერმინი“ კურტუაზული სიყვარული" გვხვდება მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს. ტრუბადურების პოეზიაში, ისინი ძირითადად იყვნენ მოხეტიალე პოეტები და მუსიკოს - შემსრულებლები. მათ შორის იყვნენ რაინდები და დიდგვაროვნები, ასევე დაბალი ფენის წარმომადგენლებიც.

უდავოა : _ ასეთი სიყვარულის საფუძველზე ჩამოყალიბებულმა რაინდული ქცევის კოდექსმა უბრალო რიგითი ადამიანების წარმოდგენებზეც იმოქმედა. ქალის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. უფრო ადამიანურად, ჰუმანურად აქცია.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კურტუაზული პოეზია, თავისთავად, როგორც ქცევისა და აზროვნების წესი, ფეოდალური ეპოქის არისტოკრატული ფენის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი და განმსაზღვრელი გახლდათ.

/სტატია დაწერილია რიჩარდ ლომგულის ბიოგრაფიის მიხედვით/


0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0