ისტორიული რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი რამზესი გამოაცხადა 2019, 21 აპრილი, 19:39 (სტატია დაწერილია მსოფლიო ლიტერატურის ტომეულის, ბოლესლავ პრუსის რომანის “ ფარაონის მიხედვით) რომანი ძირითადად ძვ. ეგვიპტის ისტორიას ეხება. ეს ის პერიოდია როცა ძველ ეგვიპტეში ტაძრებმა და ქურუმებმა ისეთ ეკონომიურ ძლიერებას მიაღწიეს, რომ თითქმის მთლიანად დაჩრდილეს ღმერთებთან გათანაბრებული ფარაონების ხელისუფლება. ძვ. წ. XI საუკუნის პირველ ნახევარში მთავარი ღვთაების ამონის უმაღლესმა ქურუმმა თებეში - ხერიჰორმა ბოლო მოუღო XX დინასტიას. ჩვ. წ. აღ. 1206 - 1071.“ რამზეს XII ის ( XX დინასტიის უკანასკნელი ფარაონი, ეგრეთწოდებული რამესიდების გვარეულობიდან.) მეფობის 33 წელს ეგვიპტე დღესასაწაულობდა ორ საზეიმო ამბვს.რაც სიამაყითა და შვებით ავსებდა მისი ერთგული ქვეშევრდომების გულს. მეხირის თვეში დეკემბერში, უხვი შესაწირავით დატვირთული დაბრუნდა თებეს ( ეგვიპტის სატახტო ქალაქი) ღმერთი ხონსუ ( მთვარის ღმერთი მას გამოხატავდნენ ადამიანის სახით, რომელსაც თავზე ნამგალა მთვარე ჰქონდა) . რომელმაც 3 წელი და 9 თვე იმოგზაურა ბუხთენის ( სირიის ერთერთი პროვინცია) მხარეში. სადაც განკურნა მეფის ასული ბენტრეში . და ავი სული მოაშორა არამარტო მეფის ოჯახს, არამედ ბუხთენის მთელ ციხესიმაგრეს . ფარმუტის თვეში, თებერვალში კი ზემო და ქვემო ეგვიპტის მბრძანებელი, ფინიკიისა და ცხრა ხალხის ხელმწიფე, ღმერთების სწორი მერი - ამონ - რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი რამზესი გამოაცხადა . ამ არჩევანმა დიდად გაახარა ქურუმები. დიდებული ნომარქოსები ( პროვინციების მმართველები ) მამაცი ჯარი, ყველა სულდგმული, ეს იმიტომ რომ ფარაონის უფროსი ვაჟები, ხეთელთა მეფის ასულის ხელში რომ ჰყავდა, რაღაც გამოუცნობი ჯადოს მოქმედებით ავი სულით იყვნენ შეპყრობილნი. ერთ მათგანს, რომელიც უკვე 27 წლისა იყო, ფეხები წაერთვა, მეორემ ვენები გადაიჭრა და მოკვდა, მესამე კი ღვინის სმას დაეწაფა, გაგიჟდა, თავი მაიმუნად წარმოიდგინა და მთელ დღეებს ხეებზე ატარებდა. მხოლოდ უმაღლესი ქურუმის ამენხოტების ასულის, დედოფალ, ნიკოტრისას, მიერ შობილი , მეოთხე ძე ფარაონისა - რამზესი იყო აპისივით ( საღვთო ხარი, პტას ტაძარში, მემფისში) ღონიერი. ლომივით შეუპოვარი და ქურუმებისავით ბრძენი. ბავშვობიდანვე შემოიკრებდა სამხედრო პირებს იტყოდა ხოლმე : “ ღმერთებს მეფის უმცროს ვაჟად კი არა, ფარაონად რომ გავეჩინე, მე, რამზეს დიდის მსგავსად, დავიპყრობდი, ეგვიპტესავით ჯერ უცნობ 9 ხალხს. ავაგებდი ყველა თებეზე აღმატებული სიდიდის ტაძარს, ჩემთვის კი აღვმართავდი პირამიდას, რომელთან შედარებით ხეოფსის აკლდამა ისევე გამოჩნდებოდა, როგორც ვარდის ბუჩქი. ტიტულის მიღების შემდეგ მამას სთხოვა იგი დაენიშნა მენფატის კორპუსის სარდლად. ღმერთების სწორი რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და მემკვიდრეს დასთანხმდა . თუკი იგი ნიჭს გამოიჩენდა.... 176 1-ს მოსწონს
|