როცა შენზე უარი ვთქვი,
იმ დროს მოკვდა ჩემი გული.
რატომ გიკვირს თუ თვალები,
აღარ გიმზერს სიყვარულით.
როცა მორჩა ის ყოველი,
რაც გვათბობდა, არა გვწვავდა,
სიხარულიც მორჩენილა,
რომ მათრობდა, არა მკლავდა.
იმ დროს მოკვდა, გადაგვარდა,
ჩემი გული და ოცნება,
ვერ გაუძლო ამდენ ტანჯვას,
მონატრებას და ვაებას.
როცა შენზე უარი ვთქვი,
გულსა მწუხრი შეემატა,
ფიქრი...
|
|