x
image
სანტა-თამო
ქარჩხაძე მარკესის მოსაზრებას ეხმაურება
image



ერთხელ მარკესმა შემდეგი სიტყვებით თავისი მოსაზრება გამოთქვა:

"მე ვემსახურები ჩემს ხალხს და არა ჩემი ხალხის მთავრობას".






image




ჯემალ ქარჩხაძე ამ მოსაზრებას ასე გამოეხმაურა:

"მე არ ვიცი, სად და რა ვითარებაში თქვა მარკესმა ეს ფრაზა, მაგრამ არა მგონია, ამ დროს იმის პრეტენზია ჰქონოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულ სიბრძნეს ქადაგებდა. მონა ბატონს ემსახურება, თავისუფალი და პატიოსანი ადამიანი კი ღმერთსა და ქვეყანას. რა არის ამაში უჩვეულო ან სატრაბახო? რა არის იმაზე ბუნებრივი რომ ადამიანი პატიოსანი იყოს? განსაკუთრებული ის იქნება, პირიქით ხდებოდეს - კაცი მთავრობას ემსახურებოდეს და არა ხალხს, მით უფრო მაშინ, როცა ხალხისა და მთავრობის ინტერესები ერთმანეთს ისეა აცდენილი, როგორც, ვთქვათ, ჩვენში. მაგრამ საქართველოში რომ მორალი ყირაზეა დაყენებული და უმრავლესობა, საკუთარ კეთილდღეობას გამოკიდებული, ბატონს ემსახურება, ეს ჩვენს წამხდარობაზე მიუთითებს და არა იმაზე, რმ ძირეული მორალური პირობები გმირობის სინონიმი გახდა."

ეს მოსაზრება გამოთქმულია 2012წელს.

0
85
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0