იჯდე სახლში და თვალს ადევნებდე,
როგორ ანგრავენ შენს ქვეყანასა,
ინაწილებდნენ ერთობ ვერაგნი,
ლაღსა და ლამაზს, ამ სამშობლოსა.
მაშინ სიცოცხლე რისთვისა გიღირს,
რისთვის გიფეთქავს ეს ნორჩი გული,
რისთვის არსებობ ამ ქვეყანაზედ,
თუ არ გაღელვებს შენ მომავალი.
ადექ, ჩაიცვი და ხალხში გადი,
გადაარჩინე შენი სამშობლო,
რომ დაუტოვო შთამომავლობას,
ძლიერ ამაყი, შენ საქართველო...
ია-ვარდივით ნაზი და ლაღი,
სხვა ვინ იქნება თუ არა ქალი.
სიხარულის და სითბოს მშობელი,
მამაკაცების გულის მფობელი.
სიმშვენიერით გამორჩეული,
ლამაზ ფერებად ნაკოწიწები.
შეუდარები სხვა ქმნილებისგან,
სილამაზითა ნამორჩილები.
თვალთა ციმციმი შეუდარები,
გამოხედვა კი გადამრეველი,
ბაგე ლამაზი, დახატულები,
გამოხედვა აქვს დამაბნეველი.
ასე ყოფილა ოდითგან, თურმე,
ქალი ყოფილა ს...
მილოცვა დისშვილს
პატივი მერგო, რომ მოგილოცო,
დაბადებიდან ორი წლის თავი.
მსურს, რომ გლოცავდე მრავალ წელიწადს,
არ მოგეკაროს ცუდი და ავი.
მინდა, ბედნიერს გხედავდე მუდამ,
სიხარულითა მავალს, მორბენალს,
ვაჟკაცობითა განთქმულსა, ლაღსა,
სიმამაცითა გაჯერებულსა.
შენს პაწაწინა, თოთო ხელიდან,
მიმჭკნარ ხელამდე გზა დაგელო...
ჩემი ნანატრი, ნაოცნებარი,
უფალმა დიდხანს არა მაღირსა.
ალბათ, საჭირო იყო რაც მოხდა,
ბედნიერება რომ არ მაღირსა.
უხვად ცრემლები, ტკივილი ავი,
არ მომკლებია წლების მანძილზე.
თუმცა, იმედიჯერ არ ჩამქრალა,
შუქი მომავლის, ცხოვრების არსზე.
იმედიანი, რწმენით აღსავსე,
კვლავაც მივიკვლევ ბილიკებს ძნელსა,
უფლის შეწევნით და მფარველობით,
ისევ მოვუღებ ბოლოს ჩემს ავსა.
...
|
|