მუსიკა სანდრო ფარცვანია - "ახალი საბავშო ხმის" რუხელი მონაწილე. 2013, 30 აპრილი, 0:19 როდესაც სანდრო ფარცვანიამ წითელ ხალიჩაზე ამაყად და მხიარულად დააბიჯა ფეხი მისდამი სითბო გულს მაშინვე ჩაეღვენთა. თავისი მხიარული თვალებითა და უსაზღვრო სითბოთი სიმღერის დაწყებამდეც კი მოხიბლა ტელეეკრანებს მიჯაჭვული მაყურებელი. ბრმა ქასტინგზე ამაყად და თვადაჯერებულად შეაბიჯა, პირი გააღო და გულში ჩამწვდომი, სითბოთი და ემოციებით გაჟღენთილი ხმა ერთიანად აფრქვია "ახალი საბავშო ხმის" სცენაზე. "ჩიორა, ჩიტო" ისეთი გრძნობით იმღერა რომ მაყურებლის სიყვარული პირველივე ბგერებიდან დაიმსახურა, დარბაზში მსმენელიც აიყოლია და ჟიურის დიდი თავსატეხი გაუჩინა, რადგან ეკა კახიანს უდაოდ ნიჭიერი და თამამად შეიძლება ითქვას, ხალხის სიმპათია ხელში უყოყმანოდ ჩაუგდეს. ამ შოუს ისტორიაში პირველად სანდრო ფარცვანია ბისზე ამღერა მსმენელმა. სანდრო ფარცვანია ზუგდიდის რაიონ, სოფელ რუხში დაიბადა ხელოვანთა ოჯახში. მამამისი მხატვარია, დედა-მუსიკოსი. პირველი სიმღერა სანდრომ მონატრებულ მამას მიუძღვნა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება. სანდროს მუსიკის მასწავლებელი ზუგდიდში ცნობილი მუსიკის მასწავლებელი მერაბ როდონაიაა, რომლის მეორე შეგირდს, ირაკლი ფუტკარაძეს ჩვენ "საქართველოს ვარსკვლავში" ვხედავთ. სანდრომ პოპულარობა პირველივე სიმღერიდან მოიპოვა, ჯერ ერთი კვირაც არ გასულა და მის ვიდეოს 61 ათასზე მეტი მნახველი უკვე ჰყავს. მან უკვე შესძლო აელაპარაკებინა საქართველო და დაეპყრო ხალხის გული. ბევრისთვის ის უდავო ლიდერი გახდა. და ბოლოს საიდუმლო ინფორმაცია, რინგზე, რომელიც ორ კვირაში სანდრო უნდა გამოვიდეს მან წარმატებით დასძლია. ვინ იცის იქნებ ეს მხიარული და ენერგიული ბავშვი გახდეს ახალი საბვშო ხმა. მე პირადად მისი გულშემატკივარი ვარ. ვუსურვოთ წარმატებები. 75 6-ს მოსწონს 1-ს არა
|