x
image
სანტა-თამო
წარსულის სადარაჯოზე
image

ამეშალა გრძნობები და უსათუოდ ავილეწე,

გამახსენდა წარსული და ცრემლებადაც დავიღვარე.

ამერია კადრი კადრში, უსიცოცხლოდ ვბორგავ-ვოხრავ,


დავიწროვდა მსწრაფლ სამყარო, თითქოს გაქრა უცებ არე.

ნოსტალგია მომეძალა, ყველა ფიქრი შეკოწიწდა,

ბაგეები დამისველდა, სიტყვა ვეღარ მათქმევინა.

ამიტანა კანკალმა და თითქოს ეს დრო გაჩერდაო,

გული უცებ ამიჩქარდა, თავის სიტყვა ათქმევინა.

სულში რაღაც ჩამწყდა უმალ, გასაკვირად შეუცნობი,

მიმახვედრა რომ წარსული იყო ფლიდი, მატყუარა.

კვალი მაგრად დამამჩნია, სათქმელადაც ერთობ ძნელად,

წამსვე მივხვდი არ ივარგებს, ფიქრებს უნდა ვუთხრა, არა.

მაგრამ ამ დროს გამახსენდა, სიხარული მეტად ტკბილი,

მაშინ მივხვდი სათუოა, სიყვარული გავიაზრე.

თბილი გრძნობა, ტკბილი სიტყვა, ალმაცერად მომაშტერდა,

გავილაღე მაშინათვე, წამსვე ერთობ გავიხარე.

მერე უცებ გონს მოვეგე, ჩამაფიქრა განახსენმა,

დატრიალდა ყველა კადრი, სიუჟეტად აიხლართა,

ცივი მზერით, გამომცდელად, დავაკვირდი ყოლიფერსა.

წარსულს აწმყო აერია, მომავალი ჩაიხლართა,

უფალს ვმადლობ რომ სირთულე ჭეშმარიტად მაძლევინა.

დამახმარა ძალა მისი, გზანნი შეუცნობელია,

მაპოვნინა მე სიკეთე, ჰქმნა კეთილის, არა ავის.

მეგობრობაც დამიმატა, ვგონებ როს სანატრელია.

და დალაგდა ეპიზოდი, ცუდი კვლავაც უკან მორჩა,

სიხარული თუ ტკივილი, საუკუნოდ წარსულს დარჩა.

მომავალი წინ მიგდია, შეუხები, გაუწვრთნელი,

მოეფინა წარსულს ბინდი, აწმყოს ადევს ახლის ფარჩა.

03-06-2013

თამო ჯიქია

0
16
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0