პოეზია ქალი 2013, 26 აპრილი, 23:06 ია-ვარდივით ნაზი და ლაღი, სხვა ვინ იქნება თუ არა ქალი. სიხარულის და სითბოს მშობელი, მამაკაცების გულის მფობელი. სიმშვენიერით გამორჩეული, ლამაზ ფერებად ნაკოწიწები. შეუდარები სხვა ქმნილებისგან, სილამაზითა ნამორჩილები. თვალთა ციმციმი შეუდარები, გამოხედვა კი გადამრეველი, ბაგე ლამაზი, დახატულები, გამოხედვა აქვს დამაბნეველი. ასე ყოფილა ოდითგან, თურმე, ქალი ყოფილა სათნო არსება. და მამაკაცებს, ნამდვილ მაჩოებს, მათთვის ულახავთ სირთულეები. მთაც გადაუდგამთ და ბარიც ველად, სერენადებიც მათ უმღერიათ, გულსა ცეცხლები წაჰკიდებიათ და ღამეებიც გაუთევიათ. რადგან ქალია გრძნობის მშობელი და სიცოცხლისა მტკიცე ხალისი, სიხარულის და სითბოს აისი და სიყვარულის ერთობ მაისი. 25-08-2010 თამო ჯიქია 30 5-ს მოსწონს 1-ს არა
|