x
image
სანტა-თამო
მოწოდება
image

იჯდე სახლში და თვალს ადევნებდე,

როგორ ანგრავენ შენს ქვეყანასა,

ინაწილებდნენ ერთობ ვერაგნი,


ლაღსა და ლამაზს, ამ სამშობლოსა.

მაშინ სიცოცხლე რისთვისა გიღირს,

რისთვის გიფეთქავს ეს ნორჩი გული,

რისთვის არსებობ ამ ქვეყანაზედ,

თუ არ გაღელვებს შენ მომავალი.

ადექ, ჩაიცვი და ხალხში გადი,

გადაარჩინე შენი სამშობლო,

რომ დაუტოვო შთამომავლობას,

ძლიერ ამაყი, შენ საქართველო.

წვლილი გაიღე შენც ქვეყნისათვის,

დავითს, გიორგის, თამარს მიბაძე.

შენც დაიმკვიდრე უკვდავი სული,

ერის იმედო, საქართველოს ძევ.

25-06-2010

თამო ჯიქია

2
45
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
45
  
2013, 5 მაისი, 1:09
დიდი მადლობა მაგრამ პროფესინალობამდე შორს ვარ, უბრალოდ, ზოგჯერ ჩემთვის რაღაცეებს ვინიშნავ.
2013, 5 მაისი, 1:05
მოყვარული თუ პოროფესიონალი პოეტი ბრძასნდებით:)
0 1 2