1)- გურული და რაჭველი მატარებლით მგზავრობენ, რაჭველმა შემწვარი ვარია ამოიღო, აქნა და გურული მიიპატიჟა.გურულმა ჯერ ქათმის ერთ ბარკალს დაავლო ხელი და წამში გაასუფთავა, მერე მეორე ბარკალს სწვდა. - შენა, ბოშო, უკულტურო ყოფილხარ, -ეუბნება რაჭველი. -რეიზა, ძამა ? -რატომა და, კულტურული კაცი ჯერ ფხაკუნას აიღებდა. -ხოდა, შენ ახლა ჩემზე მეტი კულტურული თუ ხარ, მაგერაა მაი ფეხები და ღრღე...
|
|