x
image
პრომეთე
თბილისის ქვეშ მდებარე უნიკალური შახტი-ლაბორატორია ნადგურდება!

image



















- თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ქვემოთ უნიკალური ლაბორატორია მდებარეობს.მიწის ზედაპირიდან 16-დან 30 მეტრის სიღრმეში აშენებული შახტის მინი მოდელი ყველას გვანცვიფრებას იწვევს.
- შახტი-ლაბორატორიას, რომელიც ბორის დემეტრაძის სახელს ატარებს, პროფესორი უშანგი კავთიაშვილი ხელმძღვანელობს.იგი პროფესიით სამთო-ინჟინერია .ორჯერ იჯდა ჩამონგრეულ შახტში და არ იცოდა ცოცხალი გამოვიდოდა თუ არა.ახლა 80 წლის არის და ცდილობს, ეს პროფესია თავის სტუდენტებს შეაყვაროს.შახტმა ორჯერ ლამის სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამბობს, ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდიო.
- ამ შახტის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1991 წელს დამთავრდა.ასეთი რამ მსოფლიოში არსადაა.სასწავლო კორპუსიდან ჩავდივართ პირდაპირ სასწავლო შახტი-ლაბორატორიაშკ.1993 წელს მისმა ავტორებმა სახელმწიფო პრემია მიიღეს, როგორც ორიგინალური სასწავლო ობიექტის შემქმნელებმა.1200 მეტრი სიგრძის გვირაბია მიწის ქვეშ.მინიმალური სიღრმე 16 მეტრია და მაქსიმალური 16.იუნესკო-მ მოავლინა თავისი წარმომადგენელი, რომელიც განაგებს უმაღლეს სასწავლებლებს.ყველაფერი გადაიღეს ვიდეოფირზე და მსოფლიოში არსებულ სამთო პროფილის უნივერსიტეტებს დაურიგეს - აი, თბილისში პირდაპირ სასწავლო კორპუსის ქვეშაა უნიკალური ლაბორატორია, რომელიც კოლაფსს განიცდის.

0
562
17-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0