- ყველაზე ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იმერეთში, ზესტაფონის მახლობლად, სოფელ ღორეშასთან, რომელმაც 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.ტრაილერიდან ჩამოვარდნილი ლითონის ფირფიტა სატვირთო მანქანის უკან მომავალ მიკროავტობუსს სახურავზე დაეცა. მიკროავტობუსი მგზავრებით იყო სავსე. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ლითონის ფირფიტა მძიმე იყო, რამაც, ფაქტობრივად, მიკროავტობუსის სახურავის დაპრესვა გამოიწვია.
- ამის შედეგად შვიდი ადამიანი ადგიზევე გარდაიცვალა.ხოლო ის ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.