- “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენი” კრიშტიანუ რონალდუს ხელში ჩასაგდებად არაფერს იშურებენ. ინგლისური პრესის ცნობით, უკვე ფინანსური შეთავაზებებიც გარკვეულია. მაგალითად, ბრიტანელები მზად არიან, “რეალის” ლიდერის სანაცვლოდ 77 მილიონი ევრო გადაიხადონ და ამ თანხას რონალდოს მეგობარი, ნანიც დაამატონ, რომლის ფასიც 25 მილიონია.
რაც შეეხება “პარი სენ-ჟერმენს”, ინგლისელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ფრანგები “სამეფო კლუბს” კრიშტიანუ რონალდუს შესაძენად 94 მილიონ ევროს უხდიან.გადადგამს თუ არა კრიშტიანუ ამ ნაბიჯს, ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა.