- ბრიტანულ ტელეარხ ''დისქავერში'' მიწვეულმა მსოფლიოსი ცნობილმა მევიოლინე“32 წლის ბენ ლიმ ყველაზე სწრაფი მევიოლინეს ტიტული მოიპოვა.მან ''დიდი ბზუალის ფრენა'' ზუსტად 58, 05 წამში შეასრულა.მევიოლინე ბენ ლი მსოფლიოს ყველაზე სწრაფ მევიოლინედ უკვე მესამედ აღიარეს.ბენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ასეთი სისწრაფისთვის მისაღწევად საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა. - ბენ ლი 5 წლიდან უკრავს.იგი პირველი მევიოლინეა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მომხდარი ავარიის შემდეგ რეკორდსმენმა მევიოლინემ საკუთარი თითები 3 მილიონ ფუნტად დააზღვია.