=====
თუ გიყვარს, რას უცდი, შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა, რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.
უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.
თუ გიყვარს, ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მ...
მარტის თვეა შენი
მარტის თვეა შენი, შენს ხასიათს შვენის,
აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,
შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშვენის,
გაწყენინე და მაინც მეფერები.
შემოდგომა შენთვის, შორეულ წლებს ერთვის,
ჩამოგშორდნენ ავდრიანი მდევრები,
ვინაიდან ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი,
თავს გიხრიან იასამნის მტევნები.
საყვედურებს ვიტან, გააჩნია ვისგა...
2020, 22 ოქტომბერი, 14:10
|
|