ჯანმრთელი კვება რას ნიშნავს "ბლანშირება", "ფლამბირება" და სხვა კულინარიული ტერმინები?! 2021, 4 ნოემბერი, 18:23 სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ტერმინს, რომელიც კულინარიაში გამოიყენება და შესაძლოა, არ გსმენიათ მათი მნიშვნელობის შესახებ. 1.ჟელირება - ლაბის მისაღებად ჟელატინის შერევა; 2.გაგლინვა - გაბრტყელება; 3.დაკალიბრება - დახარისხება ზომების შესაფერისად; 4.კოლირება - შეფერადება; 5.ლიირება - შესქელება; 6.მიქშირება - შერევა; 7.ბლანშირება - პროდუქტების მოთუთქვა, მოწალვა; 8.გრატირება - ერთ პროდუქტზე მეორე პროდუქტის დადება, ხრაშუნა, ან გამდნარი ზედაპირის მისაღებად; 9.პოშირება - ხარშვა დაბალ ტემპერატურაზე; 10. ფლამბირება - სპირტიანი სასმელების აალება კერძის ზედაპირზე; ასევე, ალბათ, დაგაინტერესებთ, რა არის დიეტური კვერცხი? დიეტური კვერცხი - ახალი კვერცხი, დადებიდან 7 დღის განმავლობაში. https://www.facebook.com/110295687227168/posts/127715912151812/ 102 1-ს მოსწონს
|