დაბადება
ბიჭიანობის სიხარული ჩვენში დიდია,
ვაჟი მამულის დამცველია, გზა და ხიდია,
თუ სადმე კაცი გაჩენილა, დიდი ქართველი,
ქუთაისს ახსოვს ერთი ვაჟის შობა ნათელი.
ათასასი წლის სამოცდაცამეტს აყვრიდა მაცნე,
ვაჟია, ვაჟი! ოქროს ქისა ხელში ჩააწნეს,
მეფე გიორგის მოევლინა ლეკვი ნანატრი,
მსგავსება ბელის, ლომისთვალა, ღვთისგან სანატრი.
...
2019 წელს გამოჩნდა ახალი ფეისბუქ-გვერდი ახალი წამოწყებით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უახლეს ისტორიაში (მას შემდეგ, რაც ფოტოაპარატი იქნა გამოგონებული) ამ ქვეყნის საუკეთესო შვილების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების, მეცნიერების, ისტორიკოსების და ეროვნული გმირების დღემდე შავ-თეთრ ფოტოებს ახალი სიცოცხლე შესძინოს, ...
2019, 10 ოქტომბერი, 15:04
თურქმან სელჩუკი
სანამ დავითი გაჩნდებოდა, ასი წლით ადრე,
ჯერ რომ ქართველი არ ეძახდა თურქმანებს თათრებს,
შუა აზია გადამრავლდა კაცით და ძროხით,
მათი არ იყო სამუშაკო ბარით და თოხით.
უთვალავ ჰყავდათ ცხენის რემა, ცხვარის ფარები,
ხმლები სასტიკად დალესილი, ტყავის ფარები,
ველურნი იყვნენ მომთაბარე თურქმან-ელები,
დაუნდობელი წარმართები,...
|
|