ქალკიოპე, ან ხალკიოპე (Chalciope) იყო აიეტის ასული, მედეას და, ფრიქსეს მეუღლე, კეთილი ქალი, მზრუნველი და და დედა, რომელმაც შვა 4 კოლხი პრინცი: არგოსი, მელასი, ფრონტისი და კიტისორე. ფრიქსემ ოქროს საწმისი უსაჩუქრა აიეტს, ხოლო აიეტმა ფრიქსეს ქალკიოპე მიათხოვა. აპ. როდ. არგ. 2, 1169; 3, 248...; სხვა ვერსიებით ფრიქსეს ცოლია აიეტის ასული იოფოსა, ან ევენია, ზედწოდ...
კორიბანტი (Korubas, Korybantos) ბერძნულად ნიშნავს შთაგონებას, აღტკინებას. კორიბანტი იყო ფრიგიული (კოლხების მონათესავე ტომის მუშქების) ქალღმერთის, კიბელეს ვაჟი და მისივე ქურუმი. კორიბანტები (მრ. კორიბანტეს, Korybantes, Corybantes - შლეგნი, აგზნებულნი) იყვნენ ჯერ კიბელეს ნახევრად დემონური მსახურნი, შემდეგ საბერძნეთში გადასულ რეა-კიბელეს აღვირახსნილი ქურუმები, მუსიკისა და საკრავები...
2019, 23 დეკემბერი, 16:20
|
|