გამეღვიძა ონკანს ვეცი, წყალი ისევ არ მოდის, ცხელა, დილაა მაგრამ ცხელა. ტუალეტის ქაღალდით გავწმინდეთ ჯამები და საჭმელი ისე ავიღეთ. წვეთ წვეთ გავიყავით დარჩენილი წყალი. ხელები დავიბანეთ, ამას დაბანა არ ჰქვია მაგრამ მაინც. საჭმელი არ მიჭამია, არ მშია თითქოს, რაღაც მაფორიაქებს, არ მასვენებს, არადა ვიცი ძაღლი ინტუიცია მაქვს, რაღაც ხდება, ნეტავ სახლში როგო...
უფალი სუფევს კახელ გლეხის ძარღვიან მკლავში,
და სამათხოვროდ გამოსული, ბავშვის თვალებში,
ჯარისკაცების თავგანწირულ, სულსა და გულში,
პენსიის რიგშიც, რომ დამდგარა ქალი შავებში,
მე უფალს ვხედავ თუშ მეცხვარის უდრეკ მუხლში და
მუცოს დარაჯად შემორჩენილ ვაჟკაც ხევსურში,
შენ ხარ ვენახში, დაუდგრომელ სვანურ სულში და,
ქვის სენაკებში ლოცვად შემდგარ წმინდა მამებში.
...
2015, 26 სექტემბერი, 20:21
03.06.2011
ჯანჯღარმა გამაღვიძა, თავზე გაცრეცილი ტიპი მადგას, ადე ძმაო ხალხს, საერთოდ არ სძინებია, სხვა დააწვინე, შენ ორი საათი მაინც გეძინაო. უკვე კარგად გათენებულა, ჩამოვედი საწოლიდან და ონკანთან პირის დასაბანად რიგში ჩავდექი. საჭმელი მოვიდა, პური ავიღე, ბიჭებმა მითხრეს თუ შეგიძლია, რამდენიმე კაცის ნაჭამი ჯამიდან ჭამო...
2015, 28 სექტემბერი, 14:08
|
|