x
image
ერეკლე ცოცანიძე
გხედავ მაცხოვარ
image


უფალი სუფევს კახელ გლეხის ძარღვიან მკლავში,

და სამათხოვროდ გამოსული, ბავშვის თვალებში,

ჯარისკაცების თავგანწირულ, სულსა და გულში,


პენსიის რიგშიც, რომ დამდგარა ქალი შავებში,


მე უფალს ვხედავ თუშ მეცხვარის უდრეკ მუხლში და

მუცოს დარაჯად შემორჩენილ ვაჟკაც ხევსურში,

შენ ხარ ვენახში, დაუდგრომელ სვანურ სულში და,

ქვის სენაკებში ლოცვად შემდგარ წმინდა მამებში.


გხედავ მაცხოვარ იმ მოძღვარში ვინც სიყვარულის

და სათნოების დიდ მაგალითს, თავმდაბლად გვაძლევს,

მაგრამ ვერ გხედავ ჩამუქებულ ძვირფას ჯიპში და

იმ მღვდელმთავრებში ვინც ჩამოჰგავს, ბიზნესმენ კაცებს.


ვერც ფანატიზმით შთაგონებულ, შეპყრობილ "მრევლში'',

რომ მარხულობს და თან ამაყად მოყვასსა ლანძღავს,

თავისუფლება, მიტევება მიყვარს მე შენში,

და თუ ვმკრეხელობ მომიტევე სამყაროს მამავ.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0