x
image
ერეკლე ცოცანიძე
მიმართვა პარტიებს და ამომრჩეველს - იქნებ დროა როგორც სახელმწიფო გავიზარდოთ

image


არჩევნები ახლოვდება და თავშივე ეტყობა რომ საკმაოდ ცხელი წინასაარჩევნო პერიოდი გველის, რამდენიმე თვეც და პოლიტიკური პარტიები გახსნიან ოფისებს რეგიონებში და დაიწყებენ წინასაარჩევნო აგიტაციას. ამომრჩეველს დაჰპირდებიან ტყუილ მართალს და ეცდებიან რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი შეიძინონ.ყველა ვსაუბრობთ იმაზე რომ გვინდა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. დიახ გვინდა და იმედია არა მხოლოდ იმიტომ რომ დასავლეთთან თავი მოვიწონოთ. თუმცა ბოლო წლების პრაქტიკა (ვგულისხმობ ბოლო 20 წელიწადს), გვაჩვენებს რომ პოლიტიკური ძალები, ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ საზოგადოების დაყოფას. თავისიანებად და სხვისიანებად. მიუხედავად იმის რომ თითქმის ყველა პარტიის ყველა ლიდერი საჯარო გამოსვლებში აცხადებს რომ ყველა ერთნი ვართ მაგრამ რეალობა სხვანაირია.


2007 წლიდან 2011 წლამდე, რეგიონულ დონეზე აქტიურ პოლიტიკაში ვიყავი და ეს საიდუმლო არაა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტატუსით ვაკვირდებოდი წინასაარჩევნო პროცესს, როგორც კანდიდატი, როგორც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და 2013 წლის შემდეგ უკვე როგორც ჟურნალისტი. ხშირად წავწყდომივარ საუბარს როცა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ოფისში განიხილავდნენ ადამიანებს რომლებიც სხვადასხვა პარტიების შეხვედრაზე ნახეს, მათ როგორც წესი, შიდა საუბრებში მოსყიდულობას ან აგენტობას აბრალებდნენ. თავის მხრივ მოქალაქეებში ჩნდებოდა განცდა რომ მათ მხოლოდ იმ პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე სიარულის უფლება ჰქონდათ რომლის მხარდამჭერებიც მათი ოჯახის წევრები ან ნათესავები იყვნენ. ხაზს ვუსვავ რომ ასეთი დამოკიდებულება ჩნდებოდა ხშირ შემთხვევაში და არა ყოველთვის. კიდევ ერთი ცუდი რაც წინასაარჩევნო პერიოდს ახასიათებს არის ის რომ ქართველები დღემდე ჩატარებული ყველა არჩევნების დროს. ხმას ვაძლევთ ლიდერს, პიროვნებას და არა პარტიის წინა საარჩევნო პროგრამას. იქნებ ჩვენც საზოგადოება და პოლიტიკოსებიც მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ გვაქვს უფლება დავესწროთ ყველა პოლიტიკური ძალის შეხვედრას და ეს არ ნიშნავს რომ ვინმეისტი ხარ. მოვისმინოთ და გავიაზროთ მათი პოგრამა, დავსვათ კითხვები, მივიღოთ პასუხები და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ ვის მივცეთ ხმა.


იქნებ დროა როგორც სახელმწიფო გავიზარდოთ და დემოკრატიის თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ.

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0