მომაბეზრებელი და უშინაარსო რიტორიკის თავიდან ასაცილებლად
არ დავიწყებ იმით, რომ შუადღეა, მზე ანათებს და სასიამოვნო სითბო გვეღვრება სულში.
საღამოა, უკვე საკმაოდ ბნელა, ქუჩები "სინათლის ქალაქივითაა" განათებული. ოთახშიც სინათლე ანთია, არამარტო სინათლე. ტელევიზორი, კომპიუტერი და უთოც კი.
მე და "ის" ოთახში ვზივართ, მე კომპიუტერთან, ის კი გვერდით სავარ...
2012, 26 ოქტომბერი, 14:12
დილით ნისლები დაწურეს,
აგვიკანკალდა მუხლები,
მაღლა მთის წვერებს შემორჩა
სითეთრე მთლად ხელ უხლები.
აღარც კოცონმა გვიშველა,
არც შეშა იყო სამყოფი,
ღამით კურატი გვიტევდა,
არც გზაზე გვყვავდა გამყოლი.
ერთურთს ბურუსმა გაგვყარა,
ჩვენგანღა დარჩა ლაქები,
კვნესა თოფივით გავარდა,
შეშინებული ქალების.
შუადღით გამოიდარა,
სიყვითლე ცაზე აბურთდა,
საბან...
მე ქუჩის გრძელ სკამზე ვიჯექი. ჭადრის ხის ჩრდილში. ჩემს წინ მზე ამობრწყინდა, ულამაზესი, მაღალი, ჩამოთლილი ტანით, სავსე მკერდით, ისეთი მიხვრა მოხვრით რომ მთელ სხეულში მბურძგლავს. ვიგრძენი როგორ შემომხედა, გამიღიმა და გრაციოზული რხევით ჩემსკენ წამოვიდა.
მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ხანგრძლივად, მსუბუქად ფეხის თითებამდე. ჟრუანტელი კვლავ გრძელდება, ხელი შარვლისკენ წავიღ...
2012, 29 ოქტომბერი, 22:08
გთხოვთ დამანახეთ მთები,
უკვე დილიდან ვკვდები,
გტხოვთ მომიტანოთ მიწა,
მიწა რომელიც მიცავს.
გთხოვთ მომიტანოთ წყალი,
კლდიდან გადმომდინარი.
თოვლი მაყარეთ ცივი,
დედა საფლავთან მიცდის,
დედა ჩაიცმევს შავებს,
კვნესას გაატანს ქარებს.
ჩემთან არავინ რჩებით,
ჩემი არავის გქვიათ,
უჩემობაზე ტირით,
დამასაფლავებთგვიან.
ცოცხალს ვერავინ მგუობთ,
თავსაც დაახლით კუბოს
...
|
|