x
image
ბატონოგედი
ლეგენდა ფოლადის სოსლანზე
ფოლადის ციხეს გზა მიუდგამს, მრუდე და ძნელი,

ყველას არ ძალუძს შეეჭიდოს, ათრიოს წელი.

მხოლოდ რჩეულნი, მისდგომიან დახარჯეს წლები,

კოშკის ჯვარს თავის სურვილები შეაბეს წნელით.


ყველა რჩეულში სახსენებლად მე როგორც ვიცი,

ფოლადის სოსლანს, რომ ეტყვიან მუხლი აქვს რკინის.

მზის აოსვლისას გზას დაადგა, სურს აღება ციხის.

ქონგურზე ფეხი ვერ დაადგა, ცდას არა აქვს ციფრი.

ფოლადის სოსლანს არ ღალატობს ნერვები ცივი,

მიზნის ბოლომდე გამუდმენით ივლის და ივლის.

ქანცგაწყვეტილი, მთას ახედავს ფოლადი რისხვით,

წონით დაღლილი შუა გზიდან მძიმე, ფარს ისვრის.

კიდევ შორი გზა დარჩენილი მოისმენს კივილს,

გზის სირთულისგან დატანჯული ფოლადი ტირის.

ციხის მცველად ზის ყვავი და აყრის სიცისლს.

სოსლანის ისარს ვერ გადურჩა არჩვი და ციყვი,

ყვავის გულს წვეტი ეჩხვლიტება, სოსლანის ისრის.

უკან დახევას უჩვეველი, ცას შეკრავს ფიცით.

სანამ მთის წვერზე არ დადგება არ ტკბვება ძილით.

წვიმაში ქარში არ გამხდარა მძებნელი ბინის,

გამარჯვებასთან მიტომ ყარა ფოლადმა წილი.

გზით გათოშილი გასათბობად დაიწყებს ღიღინს.

მკერდძე კუნთები დაებერა შეაწყდა ღილი.

ციხის კარები რომ გააღო შევიდა შიგნით.

ტანი ლერწამი, მოიხმონდა თითებით თლილით.

მაღალ მთის ქარზე, თმები კუპრი ჰყვებოდა ლივლივს.

ფოლადის სოსლანს მოეკვეთა მუხლები რკინის.


ჰოლადაურის ციხის ნახვისას გამახსენდა "ნართები" და მისი მთავარი გმირი "ფოლადის სოსლანი. მართალია შინაარსობრივად ამ ცოხესა და ოსურ მითოსს საერთო არაფერი აქვთ მაგრამ მე ციხეზე სწორედ ფოლადის სასლანი გამახსენდა .


მიქაელიანი

0
25
4-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0