x
image
ბატონოგედი
როგორი ამინდია ?
- როგორი ამინდია?image

- იდეალური !

დღეს წვიმს, ხან ცრის, ხან

სიხშირეს უმატებს, მთელი დღე საღამოს გავს, სასიამოვნო სიგრილეა და რომანტიული წკაპა-წკუპი შეყვარებულთა ამინდად აქცევს.


დღეს მზეა, გენიალურია. მზის სხივები ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს, სიცოცხლეს ბერავს, ფერების ნამდვილი ამბოხია. ჩრდილი ნეტარება.

ქარია?! სასიამოვნო სიო ტანში რომ ჟრუანტელი გივლის თუ ძლიერი ქარი?!

ხეებს და ტყეს ზღვასავით რომ ააბობოქრებს, ფოთლები ლამაზ, აუხსნელ მოძრაობებს აკეთებს.

თოვს?! სითეთრე, სისპეტაკე, სუსხი გარეთ და სითბო შიგნით. თითქოს ყველას პატიოსნების გამოცდას უწყობს. ვინ შერყვნის პირველი სპეტაკ ჯერაც უბიწო თოვლს?!

როგორი ამინდია? იდეალური !


7
35
8-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
35
  
2013, 11 მაისი, 18:51
ინდივიდუალიზმი ჩემო ცხვედო. ყველა სიტუაცია ინდივიდუალურად უნდა განიხილო და არ დაკარგო შენი ინდივიდუალიზმი. კარგია როცა ეგ ფილოსოფია ამინდ შეეხება , ოღონდ მეცხვარისთვის. აი მიწათმოწმედისთვის სხვა შემთხვევაა.
ან როცა როცა მეტი შრომით უკეთესი შედეგის მიღწევა შეგიძლია.
2013, 11 მაისი, 18:46
მე კი ვთვლი რომ საკმაოდ კარგი დამოკიდებულებაა. რასაც არ ეშველება იმას უნდა შეგუო, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ხალხს რომ ვუყურებ ფეხი რამეს თუ წამოკრა შეეგუება ასეა საჭიროო და სულაც არ მოინდომეს ფეხი ცოტა მაღლა რომ აწიოს და გადააბიჯოს. ასე რომ ეგ მეცხვარის ფილოსოფია მათთვისაა კარგი, ვისაც მაგ პრინციპის აზრის გაგება შეუძლია.
2013, 11 მაისი, 18:45
მეც ვიცი ჩემო :) ჩემთვის მუდამ კარგი ამინდია როცა ჩემი კოლხი კარგადაა :)
2013, 11 მაისი, 18:44
ეგ ისტორია ვიცი ცხვედო ბატონო. "რასაც არა ეშველება კაცი არ უნდა აეთრევინოსო"
მაგრამ მაგ მეცხვარის ფილოსოფიის განზოგადებაც არ ღირს !
2013, 11 მაისი, 18:16
მე ვიცი როგორი ამინდი იქნება ხვალ :D
2013, 11 მაისი, 17:21
ერთხელ ერთ მეცხვარეს კითხეს ხვალ როგორი ამინდი იქნებაო. მან კი უპასუხა მე რომ მიყვარს ისეთიო. კითხეს თუ რა უყვარდა, ან რა იცოდა როგორი ამინდი იქნებოდა მეორე დღეს. მან კი უპასუხა: "ცხოვრებამ უკვე მასწავლა რომ რასაც ვერ შევცლი, იმას უნდა შევეგუო და მივიღო ის ისეთი როგორიც არის, ასე რომ ჩემი საყვარელი ამინდი ის იქნება რაც ხვალ იქნებაო."
0 1 7