სხვა ვინ არის პატიოსანი ? 2013, 29 იანვარი, 22:32 ჩემი სტატია უფრო კითხვაა ვიდრე პოზიციის დაფიქსირება. ეს ორი
დღეა ამაზე ვფიქრობ, მაინც ვინ ვინაა? "რატომაა ტიტველი შავკანიანი გოგო ეთნოგრაფია, ხოლო ტიტველი თეთრკანიანი გოგო პორნოგრაფია?! "
არიან 22-23 წლის გოგონები რომელთაც ჯერ არავისთვის უკოცნიათ. რა არის ეს? მორცხვობა თუ პატიოსნება? შეგნებული თუ შეუგნებელი თავშეკავება? რა თქმა უნდა არ ვამბობ რომ ცალსახათ დადებითი ან უარყოფითია ეს ფაქტი.
თუმცა ბევრი შეუგნებლად, ინერციით იქცევა ასე. ასეთ შემთხვევაში ალბათ ცუდია. რადგან ერთ დღესაც მიხვდებიან თუ რას კარგავდნენ საკუთარი გაუთვითცნობიერებლობის გამო. ხოლო თუ ადამიანი ასე შეგნებულად იქცევა. გააზრებულად, ლოგოკური დასკვნებით მივიდა ამ დასკვნამდე, რომ ეს პატიოსნების ერთ-ერთი ნაწილია და რომ ამას მისგან რელიგია, ქვეყანა ან საზოგადოება მოითხოვს, ან თუნდაც სულიერი სიმშვიდე და ეს მათ მიზნად ქცეულა, ეს კარგია. ახლა არის ასეთი ნაწილიც, რომელთაც ორი ან სამი პარტნიორი ყავდა. (აუცილებლად სექსს არ ვგულისხმობ ) ასეთ შემთხვევაში არიან თუ არა ისინი პატიოსნები? ალბათ კიც და არაც. ალბათ აქაც იგივე თეორია უნდა გამოვიყენოთ. თუ ადამიანს ორჯერ ან სამჯერ უყვარდა და არ აეწყო ურთიერთობა განა ის ამის გამო არ არის პატიოსანი? ან თუნდა ადამიანს რომელსაც მხოლოდ ერთ პარტნიორთან აქვს ურთიერთობა სუფთა გრძნობების გარეშე განა ის პატიოსანა? ერთი ფრაზა მახსენდება, თუ არ ვცდები რემარკისაა. " იმ ქალებს შორის რომელთაც არასოდეს ქონიათ კაცთან ურთიერთობა უფრო მეტი მეძავია ვიდრე მათ შორის ვისთვისაც ეს ლუკმაპურად ქცეულა " მეტად საკამათო საკითხია, ვის უნდა ვუწოდოთ პატიოსანი და ვის არა. ერთხელ ოტიამ თქვა: ქალბატონო მეთექვსმეტედ რომ შეგიყვარდებათ ეგ უკვე ბოზობაა. ვიღაცისთვის ეს ნუმერაცია მეთექვსმეტედან იწყება, ვიღაცისთვის მეორედან და ვიღაცისთვის ოცდამეთექვსმეტედან. სიამოვნებით მოვისმენდი ამ საკითხზე თქვენს აზრსაც. 252 12-ს მოსწონს 1-ს არა |
და გგონია რომ ყველა ადამიანი ერთნაირია და ყველას მხოლოდ ერთხელ შეუძლია სიყვარული ?
ეჰ ჩემო ინტერ-გოგონა არც ეგრე მარტივადაა საქმე :)
მე რას მიმტკიცებ, საკუთარ თავს გამოუტყდი :D
ცერით მაგ ყველაფრის გადმოცემა მეზარება თორემ გაგარკვევდი :))
დარწმუნებული ვარ შენც გიკოცნია სხვისთვის ;)
რაც შეხება ერთხელ საცდე ორჯერ სამჯერ არ ვგულისხმობ მაინცდამაინც სექს ჩვეულებრივი უზნეობა და საერთოდ ვერ ვიტან ვითომ პატიოსან ხალხს
სტატიაც ძალიან მომეწონა , ბატონო დღეს, ბატონოგედი, სწორად გაქვთ აქცენტები დასმული. და კიდევ ერთი: უბრალოდ არ მესმის ადამიანის, რომელმაც ამ სტატიას მინუსი დაუწერა